Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

      მომლოცველთა ტურები საქართველოში                                    

   
  გადმოცემის მიხედვით, როცა წმინდა მოციქულები წილს იყრიდნენ, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა, ივერიის (აღმოსავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდება) ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა წმინდა მარიამს ხვდა წილად.
მართალია, შემდეგ მოციქულთა გადაწყვეტილებით წმინდა ქალწული ათონის მთისკენ გაემგზავრა, ხოლო საქართველოში მის ნაცვლად წმ. ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, მაგრამ ქართველებს სწამთ, რომ ღვთისმშობელი მათ ქვეყანას განსაკუთრებულად მფარველობს.

მართლაც, თავად ის ფაქტი, რომ 1500 წელია ეს ქვეყანა მასზე ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფოების მიერ სარწმუნოების შეცვლისაკენ მიმართული განუწყვეტელი მცდელობების, გამანადგურებელი ომების და მრავალგზის ტოტალური გაჩანაგების მიუხედავად დღემდე პირვანდელი სახით ინარჩუნებს მართლმადიდებლურ რწმენას, მხოლოდ ზეციური შეწევნით თუ შეიძლება აიხსნას.
უფლის კვართი; ღვთისმშობლის სამოსელი და სარტყელი; წმ. იოანე მახარობლის უხრწნელი თითი; ამ მიწაზე გაბრწყინებული უამრავი წმინდანის და მოწამის საფლავები; მათი წმინდა ნაწილები; 13 ასურელი მამის მიერ დაარსებული მონასტრები, რომელთაგან ერთ-ერთის - დავით გარეჯის ლავრაში 3-ჯერ მოლოცვა თავისი მადლით იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასად ითვლება; სხვადასხვა ეპოქის ეკლესია-მონასტრები - ხუროთმოძღვრების შედევრები - ყოველივე ეს მორწმუნეებს შეუძლიათ ნახონ და მოილოცონ საქართველოში.

ამის საშუალებას მათ ტურისტული კომპანია კ-ს მიერ დეტალურად შემუშავებული მომლოცველთა ტურები აძლევს. ამასთან ერთად, კომპანიის მომლოცველთა ტურების პროგრამა იმგვარად არის შედგენილი, რომ საქართველოში ჩამოსულ პილიგრიმებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ახლოს გაეცნონ ქვეყნის მდიდარ კულტურას და ისტორიას, მისი ულამაზესი ბუნების ღირსშესანიშნაობებს.