კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს ზამთრის კურორტებზე - ბაკურიანი და გუდაური!
გუდაური არის ზამთრის კურორტი, რომელიც კავკასიის მთების სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. კურორტი საქართველოს სამხედრო გზაზე. ჯვრის უღელტეხილთან მდებარეობს-სტეფანწმინდის რაიონში-ზღვის დონიდან 2,196 მ (7 200 ფ.) სიმაღლეზე. თბილისადან გუდაური 120 კმ (75 მილი) დაშორებით მდებარეობს. ჩვეულებრივ თბილისიდან გუდაურამდე მანქანით მხოლოდ 2 საათი სჭირდება.
ბაკურიანი ბორჯომის რაიონში მდებარეობს და საქართველოში პოპულარულ სამთო კურორტს წარმოადგენს. ის თრიალეთის მთის ჩრდილო ფერდობზე მდებარეობს ზღვის დონიდან 1 770 მ. ( 5 5576 ფ.) ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზეა ხშირი წიწვოვანი ტყე. კურორტი ბორჯომიდან 30კმ-ის დაშორებით ე.წ. ბაკურიანის ქვაბულში მდებარეობს.
|