|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ტურის განრიგი:
დან: |
მდე: |
23.04.2017 |
28.04.2017 |
18.05.2017 |
23.05.2017 |
10.06.2017 |
15.06.2017 |
20.07.2017 |
25.07.2017 |
17.08.2017 |
22.08.2017 |
14.09.2017 |
19.09.2017 |
06.10.2017 |
11.10.2017 |
მარ | აპრ | მაისი | ივნ | ივლ | აგვ | სეკტ | ოკტ |
| | | | გარანტირებული | | | |
|
|
|
|
|
|
|
|
დღე 1 |
|
თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დახვედრა. ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე.
ღამისთევა თბილისში. |
|
|
|
|
|
|
დღე 2 |
|
თბილისი - მცხეთა (100 კმ)
გამგზავრება მცხეთაში (UNESCO–ს მემკვიდრეობა), ეს არის უძველესი ქალაქი, რომელიც საქართველოს დედაქალაქობას ჯერ კიდევ ქრ. შ–მდე 3 საუკუნიდან ქ. შ–დან 5 საუკუნემდე უწევდა. იხილავთ ჯვრის მონასტერს (6 საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც 11–ე საუკუნეში აშენდა. დაბრუნება თბილისში. ძველ თბილისში გოგირდის აბანოების, ქართული მართლმადიდებლური და სომხური გრეგორიანული ტაძრების, ებრაული სინაგოგების და თურქული მეჩეთების მონახულება, რომელთა ერთმანეთის გვერდი–გვერდ განლაგება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თბილისის სხვა რელიგიებისადმი გამოხატულ შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას. ასევე შესაძლებენლია კავკასაში ყველაზე დიდი – სამების საკათედრო ტაძრის მონახულებაც. ტურში შედის შემდეგი სანახაობრივი ძეგლები: კლდეზე აშენებული მეტეხის ტაძარი არაჩვეულებრივი ხედით მდინარე მტკვარზე. აქვე, ტაძრის წინ აღმართულია თბილისის დამაარსებლის – მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლიც. თვითონ ტაძარი 12 საუკუნის გახლავთ და მისი ისტორია მონღოლთა შემოსევებსა და საბჭოთა იმპერიის პოლიტიკურ რეპრესიებს უიკავშირდება. ფერადი დარეჯანის სასახლეც მერცხლის ბუდესავით კლდეზეა აშენებული. გოგირდის აბანოები ძველ თბილისში მდბარეობს, მდინარის მეორე ნაპირზე, დარეჯანის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. თვითონ ქალაქის სახელიც გოგირდის ბუნებრივ წყლებს უკავშირდება. აქვეა მართმადიდებლური ნარიყალის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაც. ტაძრის კედლებზე წარმოდგენილია წმინდანთა პორტრეტები და ფრესკები ბიბლიური ფრაგმენტებით. ტაძარს გარს ნარიყალას სასახლე არტყია, რომელიც მეოთხე საუკუნიტ თარიღდება. სასახლიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. თუ სასახლის მაღლობიდან მორიყულ ლესელიძის ქუჩას ჩამოვუყვებით. 13–ე საუკუნის სომხურ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და ელეგანტური ფასადით გაწყობილ ებრაულ სინაგოგას წააწყდებით. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე სიონის ეკლესიაა აღმართული. აქვეა შარდენის ქუჩაც თანამედროვე, მყუდრო კაფეებითა და სამხატვრო გალერეებით. მსვლელობისას ჩვენ შევხვდებით თბილისის ერთ–ერთ უძველეს ანჩისხატის ეკლესიას, სადაც იესო ქრტისტეს სასწაულბრივი ხატია დასვენებული. ტურის ბოლოს მოხვებით რუსთაველის გამზირზე, სადაც თქვენს ყურადღებას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, პარლამენტის შენობა, რუსთაველის თეატრი და კიდევ ბევრი სხვა სამხატვრო გალერეა თუ კაფე მიიპყრობს და საოცარ კოსმოპოიტურ გარემოს შეგიქმნით. გამგზავრება ღია ცის ქვეშ მოწყობილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაციონალური ძველებური სახლები და კოშკებია წარმოდგენილი (შესვლის საფასური 1, 70 $).
ღამისთევა თბილისში. |
|
|
|
|
|
|
დღე 3 |
|
: თბილისი – თელავი – სიღნაღი - თბილისი (380კმ)
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით აღმოსავლეთ საქართველოში. დღეს ჩვენ ღვინის სადეგუსტაციო ტურს მოვაწყობთ კახეთის რეგიონში. ვეწვევით წინანდლის ღვინის სარდაფს და ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმს. (შესვლის საფასური –3–დან 12 $–მდე, რომელშიც შედის 6 სახეობის ღვინის დაგემოვნება). თელავის ღირსშესანიშნაობები. თელავი კახეთის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. პირველი არქეოლოგიური აღმოჩენები თელავში ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ექსკურსია მეფე ერეკლე მეორეს რეზიდენციაში (შესვლის საფასური: 1, 70 $). მეექვსე საუკუნის ალავერდის მონასტერი. ამჟამად, გადარჩენილი საკათედრო ტაძარი11–ე საუკუნის მართლმადიდებლურ მონასტერს ეკუთვნის. ეწვევით გრემს, 16–ე საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს – სამეფო ციტადელს და მთავარანგელოზის ეკლესიას კახეთში. გაემგზავრებით ბოდბის მონასტერში. 1 ივნისს საქართველოს მართლმადიდბლური ეკლესია აღნიშნავს წმ. ნინოს კაპადოკიაში შემოსვლის დღეს. მისი საფლავი სწორედ აქ, კახეთის რეგიონში, ბოდბის მონასტერშია. წმ. ნინო და მისი ვაზის ჯვარი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთ ყველაზე მოკრძალებულ წმინდანად და ქართული ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცა. ამის შემდგომ გაემგზავრებით სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში. სიღნაღი ყველაზე პატარა ქალაქი–მუზეუმია მთელს საქართველოში, რომელიც თავისი ღვნითა და ტრადიციული ხალიჩებით არის ცნობილი. დაბრუნება თბილისში.
ღამისთევა თბილისში. |
|
|
|
|
|
დღე 4 |
|
თბილისი – გორი - თბილისი (200კმ)
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით გორში. ეს ქალაქი საქართველოს საქართველოს გამოჩენილმა მეფემ დავით აღმაშენებელმა დააარსა (1089–1125). გზად გამოივლით სამთავისში, 11–ე საუკუნის მართმადიდებლურ ტაძარში. პირვლი მონასტერი აქ 572 წელს ასურელმა მამამ ისიდორემ ააგო, მისი შემდეგი რესტავრაცია კი მეათე საუკუნეში მოხერხდა. იოსებ სტალინის მუზეუმის მონახულბა გორში (მუზეუმში შესვლის საფასური – 6 $). უფლისციხის დათვალიერება (შესვლის საფასური – 1,7 $). აქ გახლავთ "მეფის სასახლე"– ქვისგან ნაკვეთი უძველესი ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც აგებულია მტკვრის მარცხენა კლდოვან სანაპიროზე და დარიღდება ქრისტესშობამდე მეორე ათასწლეულის გვიანი შუა საუკუნეებით და გამოირჩევა კლდეში კვეთის სხვადასხვა უნიკალური სტილის კომბინაციით. დაბრუნება თბილისში.
ღამისთევა თბილისში. |
|
|
|
|
|
დღე 5 |
|
თბილისი – ყაზბეგი - თბილისი (350კმ)
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით ყაზბეგში. მგზავრობა მეტად სასიამოვნო იქნება, რადგან ყაზბეგში, რომელიც ამ რეგიონის მთავარი ქალაქია, გუდაურიდან, მდინარე თერგის სანაპირო გზით ჩავალთ. გზად ულამაზეს ანანურის ციხესა და ჟინვალის წყალსაცავს შეხვდებით. ყაზბეგიდან 1,5 საათის სავალზე თვალისმომჭრელ ტყით დაფარულ ველზე მოხვდებით, რომელიც გერგეთის სამების ეკლესიასთან მიგიყვანთ. ტაძარი 2170 მტრზეა აგებული. აქედან შესაძლებელია თვალი მოკრათ კავკასიის უმაღლეს ყაზბეგის მთას (5047მ). ამ ყველაფრის შემდეგ დავბრუნდებით ქალაქში, მაგრამ გუდარში ჩასვლამდე მოვინახულებთ დარიალის ხეობას. (შენიშვნა: დარიალის ხეობაში ჩასასვლელად ან სამების ეკლესიის მოსანახულებლად საჭიროა ჯიპები, ჯგუფური ექსკურსიის შემთხვევაში, როდესაც ჯგუფი ავტობუსით მგზავრობს, შეგვიძია დავიქირაოთ ჯიპის ტიპის მანქანები ადგილზე, რომელთა ფასიც ადამიანზე 15 $–ია ორივე ადგილამდე). გუდაურიდან ვბრუნდებით თბილისში. გზად ვეწვევით სოფელს და ვნახავთ თუ როგორ ამზადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები სხვადასხვა ნაკეთობებს. (სქელი თექა, ნაქარგები, იკონოგრაფიული ნამუშევრები). ვბრუნდებით თბილისში.
ღამისთევა თბილისში. |
|
|
|
|
|
|
|
დღე 6 |
|
ტრანსფერი
ტრანსფერი აეროპორტში. სახლში გამგზავრება.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ფასები მოცემულია ლარში, სამვარსკვლავიანი სასტუმროში (ქალაქის ცენტრში) ერთ ადამიანზე:
ორადგილიან ნომერში – 1589 ლარი;
ერთადგილიანი ნომრის შემთხვევაში დაემატება 274 ლარი.
ადამიანთა რაოდენობა |
ერთი ადამიანის ღირებულება |
1 ადამიანი |
€ 1,636 |
2 ადამიანი |
€ 968 |
3 ადამიანი |
€ 749 |
4 ადამიანი |
€ 637 |
5 ადამიანის ზევით |
€ 580 |
დამ.ღირ SNGL |
€ 125 |
დამ.ღირ HB |
€ 90 |
დამ.ღირ FB |
€ 180 |
დამ.ღირ 4*/pp in DBL/TWIN |
€ 125 |
დამ.ღირ 4*/SNGL |
€ 195 |
|
|
|
|
5 x ღამისთევა თბილისის სასტუმროში |
|
ტრანსფერი აეროპორტი / სასტუმრო / აეროპორტი |
|
ტრანსპორტირება პროგრამის მიხევით მიკრო–ავტობუსით ან ავტობუსით.
|
|
კვება BB: (საუზმე სასტუმროში) |
|
1 ბოთლი მინერალური წყალი დღეში ერთ ადამიანზე. |
|
|
|
ფრენა |
|
სამგზავრო დაზღვევა |
|
ლანჩი და სადილი გარდა სადილისა მესტიასა და ქუთაისში |
|
ალკოჰოლური სასმელები |
|
შესვლის საფასურები |
|
ჯიპებით მომსახურება ყაზბეგში |
|
ბარგის ნომრამდე მიტანა სასტუმროში |
|
თანხის დამატების შემთხვევაში:
სასტუმრო:
4* სასტუმრო ორადგილიან ნომერში ადამიანზე პლუს 80 ევრო.
4* სასტუმრო ერთადგილიან ნომერში პლუს 215 Euro
კვება:
ორჯერადი კვება 40 ევრო
სამჯერადი კვება 80 ევრო
გიდის მომსახურება:
გიდის დამატება (გერმანულენოვანი, იტალიურენოვანი, ფრანგულენოვანი, ესპანურენოვანი) 6 ადამიანზე მეტი ტურისტის შემთხვევაში – 150 ევრო ერთ ჯგუფზე.
|
|
|
|
| |