|
ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ).
ადგილობრივი მოსახლეობა ამ
ადგილს ''მზიურ ველს'' უწოდებს.
ბაკურიანში თქვენ გელოდებათ
ულამაზესი პეიზაჟებით გარემოცული სასტუმრო
''მელისი'', სადაც ჰორმონიულად არის შერწყმული
ევროპული სტანდარტები და ქართული
სტუმართმასპინძლობა.
სასტუმრო გთავაზობთ 17 ორადგილიან ნომერს და 5
ლუქსს (ორი ბუხრით). თითოეული ნომერი
კეთილმოწყობილია ინდივიდუალური გათბობით,
ფერადი ტელევიზორითა და სატელიტური ანტენით და
კომფორტული აბაზანით. სასტუმრო
''მელისი'' კეთილმოწყობილია
საკონფერენციო დარბაზით, საბილიარდეთი,
მაგიდის ჩოგბურთით, სათამაშო კომპიუტერებით.
სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ბარი.
სასტუმრო
''მელისის'' თბილი და მზრუნველი
მაღალკვალიფიციური პერსონალი
გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის
მომსახურებას. სასტუმროში ასევე
საჭიროებისამებრ მოგემსახურებათ
ინსტრუქტორი დამწყებთათვის.
სასტუმრო ''მელისთან'' ახლოსაა
განთავსებული საციგურაო მოედანი,
საბაგირო გზა; მინი სათხილამურო
გზა, ბურანები, ცხენები და უფასო
სამარშრუტო ტაქსი.
ეწვიეთ სასტურო ''მელისს''
ეგზოტიკური დღეების გასატარებლად.
თქვენს მიერ დახარჯულ თანხაში
შედის სამჯერადი კვება,
თხილამურები, სატრენაჟორო
დარბაზი, ბავშთა ოთახი, ბურთების
აუზი (ბავშებისათვის), ტრასა,
საბაგირო და სამარშრუტო ტაქსი –
რომელიც მოგემსახურებათ
ბაკურიანის ტერიტორიაზე.
|
|