Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს გეოგრაფია
 
საქართველო - ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება "საქართველო" მომდინარეობს "ქართ" ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს "ქართუ, კარდუ, ხალდუ"-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა "საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად", 1990-1995 წლებში — "საქართველოს რესპუბლიკა"-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი.

ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ.კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.

ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.

ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

 

 

http://ka.wikipedia.org/wiki/საქართველო

     
  საქართველოს შესახებ