Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 




      საქართველოს ღირსშესანიშნაობები                                    

   
              
   
 

ტურის განრიგი:

დან:

მდე:

04.05.2017

10.05.2017

15.06.2017

21.06.2017

25.07.2017

31.07.2017

22.08.2017

28.08.2017

 
     
   
 
დღე 1   თბილისში ჩამოსვლა. ტრანსფერი სასტუმრომდე. (25 კმ)
ღამისთება თბილისში.
   
       
დღე 2   თბილისი/გორი/ქუთაისი (300 კმ)
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით გორში. ეს ქალაქი საქართველოს ერთ–ერთმა გამოჩენილმა მეფემ დავით აღმაშენებელმა დააარსა (1089–1125). გზად გამოივლით სამთავისში, 11–ე საუკუნის მართმადიდებლურ ტაძარში. პირვლი მონასტერი აქ 572 წელს ასურელმა მამამ ისიდორემ ააგო, მისი შემდეგი რესტავრაცია კი მეათე საუკუნეში მოხერხდა. იოსებ სტალინის მუზეუმის მონახულბა გორში (მუზეუმში შესვლის საფასური – 6 $). ამის შემდეგ გავემგზავრებით ქუთაისში. გზად შევჩერდებით კერამიკის ბაზართან და ვნახავთ ადგილს, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ თუ როგორ ამზადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები სხვადასხვა საოჯახო ხელნაკეთ ნივთებს. ქუთაისი მეორე უდიდესი ქალაქია საქართველოში, რომელიც მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი დაახლოებით 40 საუკუნის წინ დაარსდა და წარსულში ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულის – კოლხეთის დედაქალაქი იყო, სწორედ მას უკავშირდება ცნობილი მითი არგონავტებსა და ოქროს საწმისზე. ვიზიტი ბაგრატის ტაძარსა (11–ე საუკუნე. UNESCO–ს მემკვიდრეობა) და გელათის მონასტერში (12– ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა). მოწამეთა მონასტრის მონახულება, რომელიც ასევე კლდის პირას არის აგებული. ამ ყოველივეს მოჰყვება სადილი და
ღამისთება ქუთაისში.
   
       
დღე 3   ქუთაისი/ვარძია/ბაკურიანი (450 კმ)
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ვარძიაში (შესვლის საფასური: 1, 70 $). გზად დავათვალიერებთ ხერთვისის ციხეს (9–10 სს.); ვარძია კლდეში ნაკვეთი კომპლექსია, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და 12–13 საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი გიორგი მესამის და თამარ მეფის მეფობის პერიოდში აშენდა და გეგმის მიხედვით უნდა ყოფიიყო ქალაქი–ციხე, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა როგორც კარგად გამაგრებული მონასტერი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა ქვეყნის პოილტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სულიერ ცხოვრებაში. კომპლექსის შუაგულში ვნახავთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, უამრავი ფრესკებითა და ხატებით. ყოველივე ზემოთჩამოთვლილის ბოლოს გავემგზავრებით ცნობილ სამთო–სატხილამურო კურორთ ბაკურიანში. სასტუმროში დაგხვდებათ სადილი.
ღამისთევა ბაკურაინში.
   
     
დღე 4   ბაკურიანი/ბორჯომი/უფლისციხე/გუდაური (350 კმ)
საუზმის შემდეგ გელოდებათ გასეირნება ბორჯომში. ჩვენ შევჩერდებით ბუნებრივი ბორჯომის წყლის დასაგემოვნებლად. გექნებათ თავისუფალი დრო ბორჯომის პარკში გასასეირნებლად (შესვლის საფასური – 0, 90 $). გასინჯავთ "ბორჯომის" ბუნებრივ მინერალურ წყალს. ამის შემდეგ გავემგზავრებით კიდევ ერთ სამთო–სათხილამურო კურორტზე – გუდაურში. გზად მოვინახულებთ უფლისციხეს. (შესვლის საფასური: 1, 70 $), აქ გახლავთ "უფლისციხე"– ქვისგან ნაკვეთი უძველესი ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც აგებულია მტკვრის მარცხენა კლდოვან სანაპიროზე და დარიღდება ქრისტესშობამდე მეორე ათასწლეულის გვიანი შუა საუკუნეებით და გამოირჩევა კლდეში კვეთის სხვადასხვა უნიკალური სტილის კომბინაციით. აქედან გავუყვებით ცნობილ ქართულ სამხედრო მაგისტრალს (რომელსაც რუსეთისა და საქართველოს საზღვართან მივყავართ) და ავალთ სამთო–სათხილამურო კურორტ – გუდაურში. გზად მოვინახულებთ ანანურის არქიტექტურულ კომპლექსს ( 17–ე საუკუნე), ორ ეკლესიასა და ციხეს, საიდანაც ჟინვალის წყალსაცავის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. გპირდებით, რომ კავკასიის მთებს შორის მგზავრობა ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთვის. სადილი და
ღამისთევა გუდაურში.
   
     
დღე 5   გუდაური/ყაზბეგი/თბილისი (200 კმ)
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით ყაზბეგში. მგზავრობა მეტად სასიამოვნო იქნება, რადგან ყაზბეგში, რომელიც ამ რეგიონის მთავარი ქალაქია, გუდაურიდან, მდინარე თერგის სანაპირო გზით ჩავალთ. გზად ულამაზეს ანანურის ციხესა და ჟინვალის წყალსაცავს შეხვდებით. ყაზბეგიდან 1,5 საათის სავალზე თვალისმომჭრელ ტყით დაფარულ ველზე მოხვდებით, რომელიც გერგეთის სამების ეკლესიასთან მიგიყვანთ. ტაძარი 2170 მტრზეა აგებული. აქედან შესაძლებელია თვალი მოკრათ კავკასიის უმაღლეს ყაზბეგის მთას (5047მ). ამ ყველაფრის შემდეგ დავბრუნდებით ქალაქში, მაგრამ გუდარში ჩასვლამდე მოვინახულებთ დარიალის ხეობას. (შენიშვნა: დარიალის ხეობაში ჩასასვლელად ან სამების ეკლესიის მოსანახულებლად საჭიროა ჯიპები, ჯგუფური ექსკურსიის შემთხვევაში, როდესაც ჯგუფი ავტობუსით მგზავრობს, შეგვიძია დავიქირაოთ ჯიპის ტიპის მანქანები ადგილზე, რომელთა ფასიც ადამიანზე 15 $–ია ორივე ადგილამდე). გუდაურიდან ვბრუნდებით თბილისში. გზად ვეწვევით სოფელს და ვნახავთ თუ როგორ ამზადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები სხვადასხვა ნაკეთობებს. (სქელი თექა, ნაქარგები, იკონოგრაფიული ნამუშევრები). ვბრუნდებით თბილისში.
ღამისთევა თბილისში.
   
       
დღე 6   თბილისი - მცხეთა (100 კმ)
გამგზავრება მცხეთაში (UNESCO–ს მემკვიდრეობა), ეს არის უძველესი ქალაქი, რომელიც საქართველოს დედაქალაქობას ჯერ კიდევ ქრ. შ–მდე 3 საუკუნიდან ქ. შ–დან 5 საუკუნემდე უწევდა. იხილავთ ჯვრის მონასტერს (6 საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც 11–ე საუკუნეში აშენდა. დაბრუნება თბილისში. ძველ თბილისში გოგირდის აბანოების, ქართული მართლმადიდებლური და სომხური გრეგორიანული ტაძრების, ებრაული სინაგოგების და თურქული მეჩეთების მონახულება, რომელთა ერთმანეთის გვერდი–გვერდ განლაგება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თბილისის სხვა რელიგიებისადმი გამოხატულ შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას. ასევე შესაძლებენლია კავკასაში ყველაზე დიდი – სამების საკათედრო ტაძრის მონახულებაც. ტურში შედის შემდეგი სანახაობრივი ძეგლები: კლდეზე აშენებული მეტეხის ტაძარი არაჩვეულებრივი ხედით მდინარე მტკვარზე. აქვე, ტაძრის წინ აღმართულია თბილისის დამაარსებლის – მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლიც. თვითონ ტაძარი 12 საუკუნის გახლავთ და მისი ისტორია მონღოლთა შემოსევებსა და საბჭოთა იმპერიის პოლიტიკურ რეპრესიებს უიკავშირდება. ფერადი დარეჯანის სასახლეც მერცხლის ბუდესავით კლდეზეა აშენებული. გოგირდის აბანოები ძველ თბილისში მდბარეობს, მდინარის მეორე ნაპირზე, დარეჯანის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. თვითონ ქალაქის სახელიც გოგირდის ბუნებრივ წყლებს უკავშირდება. აქვეა მართმადიდებლური ნარიყალის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაც. ტაძრის კედლებზე წარმოდგენილია წმინდანთა პორტრეტები და ფრესკები ბიბლიური ფრაგმენტებით. ტაძარს გარს ნარიყალას სასახლე არტყია, რომელიც მეოთხე საუკუნიტ თარიღდება. სასახლიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. თუ სასახლის მაღლობიდან მორიყულ ლესელიძის ქუჩას ჩამოვუყვებით. 13–ე საუკუნის სომხურ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და ელეგანტური ფასადით გაწყობილ ებრაულ სინაგოგას წააწყდებით. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე სიონის ეკლესიაა აღმართული. აქვეა შარდენის ქუჩაც თანამედროვე, მყუდრო კაფეებითა და სამხატვრო გალერეებით. მსვლელობისას ჩვენ შევხვდებით თბილისის ერთ–ერთ უძველეს ანჩისხატის ეკლესიას, სადაც იესო ქრტისტეს სასწაულბრივი ხატია დასვენებული. ტურის ბოლოს მოხვებით რუსთაველის გამზირზე, სადაც თქვენს ყურადღებას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, პარლამენტის შენობა, რუსთაველის თეატრი და კიდევ ბევრი სხვა სამხატვრო გალერეა თუ კაფე მიიპყრობს და საოცარ კოსმოპოიტურ გარემოს შეგიქმნით. გამგზავრება ღია ცის ქვეშ მოწყობილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაციონალური ძველებური სახლები და კოშკებია წარმოდგენილი (შესვლის საფასური 1, 70 $).
ღამისთევა თბილისში.
   
       
დღე 7   ტრანსფერი აეროპორტამდე

   
     
         
     
     
     
     
 

 

ფასები მოცემულია ლარში, სამვარსკვლავიანი სასტუმროში (ქალაქის ცენტრში) ერთ ადამიანზე: ორადგილიან ნომერში – 1726 ლარი;
ერთადგილიანი ნომრის შემთხვევაში დაემატება 315 ლარი.

 

 
 
ფასში შედის:
   
3 x ღამისთევა თბილისის სასტუმროში
1 x ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში
1 x ღამისთევა ბაკურიანის სასტუმროში
1 x ღამისთევა გუდაურის სასტუმროში
ტრანსფერი აეროპორტი / სასტუმრო / აეროპორტი
ტრანსპორტირება პროგრამის მიხევით
ჯიპებით მომსახურება უშგულში
ინგლისურ–რუსულენოვანი კულტურული ტურის გიდი
კვება BB: (საუზმე სასტუმროში)
სადილი ქუთაისში და ბაკურიანსა და გუდაურში
1 ბოთლი მინერალური წყალი დღეში ერთ ადამიანზე.
 

 

ფასში არ შედის:

   
ფრენა
სამგზავრო დაზღვევა
ლანჩი და სადილი გარდა სადილისა ქუთაისში, ბაკურიანსა და გუდაურში
შესვლის საფასურები
ალკოჰოლური სასმელები
ჯიპებით მომსახურება ყაზბეგში
ბარგის ნომრამდე მიტანა სასტუმროში

თანხის დამატების შემთხვევაში:


სასტუმრო:
4* სასტუმრო ორადგილიან ნომერში ადამიანზე პლუს 65 ევრო.
4* სასტუმრო ერთადგილიან ნომერში პლუს 200 Euro

კვება :
ორჯერადი კვება 50 ევრო
სამჯერადი კვება 100 ევრო

გიდის მომსახურება:
გიდის დამატება (გერმანულენოვანი, იტალიურენოვანი, ფრანგულენოვანი, ესპანურენოვანი) 6 ადამიანზე მეტი ტურისტის შემთხვევაში – 180 ევრო ერთ ჯგუფზე.
 
     
 
  Sightseeing