|
|
|
|
|
|
|
|
წყალტუბოს
სპა საკურორტო სასტუმრო |
|
|
|
წყალტუბო მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუაგულში, ქ. ქუთაისიდან 10 კილომეტრში. კურორტი ცნობილია სამკურნალო თვისებებით მდიდარ ბუნებრივად თბილი თერმული წყლებით, რომლის გამაჯანსაღებელი თვისებები მეცნიერთაგან არის გამოკვლეული და დამტკიცებული. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (33–35)იძლევა მათი გამოყენების საშუალებას ბუნებრივი გათბობის გარეშე.
წალტუბოს სასტუმრო–სანატორიუმი აშენდა 1974 წელს, რომლის მთლიანი ტერიტორია 157500 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. 2011 წლის 1 მარტს დაიწყო კომპლექსის რეკონსტრუქცია და დღეისათვის უკვე რეკონსტრუირებულია სასტუმრო, რომელშიც არის 2 ერთადგილიანი, 47 ორადგილიანი, 9 სუპერიორ და 1 საპრეზიდენტო ლუქსი. განახლებული სასტუმრო აკმაყოფილებს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს პირობებს. უახლოეს მომავალში სასტუმროში იქნება ღია და დახურული რესტორანი, ბარი, ბავშვების გასართობი ოთახი, ბილიარდის დარბაზი და ა.შ. სასტუმროს ეზოში არის სპორტული მოედანი.
სასტუმროდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე მდებარეობს წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელიც უშუალოდ წყაროზეა აგებული. მასში მოთავსებულია 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა–აბაზანა. სამკურნალო პროცედურები მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყლით, რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო–ქიმიურ თვისებებსა და ტემპერატურას.
კურორტზე სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი კომპლექსური სამკურნალო პროცედურები:წყალქვეშა ჰიდრო მასაჟი; სამკურნალო ფიზკულტურა აუზსა და დარბაზში; კლასიკური სამკურნალო მასაჟი;ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში; ფიზიოთერაპია; მექანოთერაპია; სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და სხვა.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სატელიტური ტელევიზია |
|
აბაზანა |
|
მინი-ბარი |
|
თმის საშრობი |
|
ტელეფონი |
|
მაღვიძარა |
|
|
|
24 საათიანი
მომსახურება ნომერში |
|
Wi-fi |
|
საკონფერენციო დარბაზი |
|
რესტორანი |
|
ბარი |
|
ტრანსფერი ბალნეოლოგიური ცენტრიდან და ცენტრამდე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კონკორდ მოტორსი - მანქანების გაქირავებისა და სატრანსპორტო მომსახურეობის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო სერვისების სრულ პაკეტს. |
|
|
|
გსურთ საუკეთესო მომსახურება? დაგვიკავშირდით და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ! |
|
|
|
|
|
|
|
|