|
|
ტური ბაზიერთათვის (ტურის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი სურვილით)
სეზონი: აგვისტოდან შუა ნოემბრამდე
|
დღე 1 |
თბილისში ჩამოსვლა, სადაც დაგხვდებათ კონკორდ თრეველის წარმომადგენელი, ტურ-მენეჯერი და გიდი.
გამგზავრება კახეთში.
ღამისთევა თელავში
|
ტურის დღეები |
ტურის განმავლობაში—პროფესიონალი მწვრთნელი და მიმინოთი მონადირე დახმარებას გაგიწევთ ტურის განმავლობაში. თუ კარგი მონადირე ხართ, შესაძლებლობა გექნებათ დაიჭიროთ სულ ცოტა 30 მწყერი, იხვი, კურდღელი, კაკაბი, ხოხობი და ასე შემდეგ. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით შევარდენით, მონადირე ძაღლებით, ბინოკლებით და სხვა მრავალი ნადირობისთვის საჭირო აქსესუარით.
ღამისთევა თელავში
|
გამგზავრების დღე
|
ტრანსფერი თბილისის აეროპორტში.
|
|
შენიშვნა: ტურის ხანგრძლივობა თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების დროსთან იქნება მაქსიმალურად შეთანხმებული
ფასი შეიცავს:
ტრანსფერი თბილისის აეროპორტიდან და აეროპორტამდე
შიდა ტრანსპორტირება
პროფესიონალი შევარდენის მწვრთნელი, ინგლისურენოვანი გიდი,
განთავსება
სამჯერადი კვება
ქართული სუვენირი
DVD-ჩვენი ოპერატორი გადაიღებს ვიდეოს ტურის განმავლობში, რაც საჩუქრად გადმოგეცემათ
ფასი არ შეიცავს:
თვითმფრინავის ბილეთს
დაზღვევას
|
|
|
|
მიმინო საქართველოში ბინადრობს, ბუდეს ხეზე იკეთებს. 4-5 კვერცხს დებს. 31-33 დღე-ღამეს კრუხობს. ამ პერიოდში დედალს და მართვეებს (ქულებს) მამალი აჭმევს. მიმინო იკვებება უმთავრესად პატარა ჩიტებით, აგრეთვე მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებითა და მწერებით.
დედალი მიმინო ტანად მამალზე დიდია. მიმონის სხეულის სიგრძე 31-41 სმ, მასა 150-275 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (ეგვიპტე). არ არის ტუნდრის ზონაში.
დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მიმინოს შევარდნის მაგივრად იყენებენ სანადიროდ.
საქართველოში გვხვდება სულ 7 სახეობის შევარდენი: სულ 36 სახეობაა, ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". შავარდენს ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში).
ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შევარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს - კვერცხებს (3-4 ცალი) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ), ქვეწარმავლებით. მსხვილ შევარდენს ბაზებად იყენებდნენ.
კავკასიურ შევარდნებს შორის ქართული გამორჩეულია. შევარდნების კონკურსზე მათ მიიღეს უმაღლესი ჯილდო საუკეთესწო წარმოდგენის ჩვენებისათვის.
|
|
| |