Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

პირველი ევროპელები

არქეოლოგიური ტური (7 დღე)

გინდათ გახდეთ ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების უშუალო მონაწილე? გაიზიაროთ არქეოლოგებთან ახალი აღმოჩენებისგან მიღებული სიამოვნება?
 

კონკორდ თრეველი გთავაზობთ ტურისტული მომსახურების ახალ პაკეტს: არქეოლოგიური ტური
არქეოლოგიური ტური გათვლილია არქეოლოგიით და უძველესი კულტურით დაინტერესებულ პირებზე, უცხოურ სასწავლებლებზე, სტუდენტების ჯგუფებზე.

ადგილის დასახელება: დმანისი
მდებარეობა - დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით
100 კილომეტრის დაშორებით.
ფართი - 1190 კვ.კმ.
მოსახლეობა - 29868
რელიგიური აღმსარებლობა- მართლმადიდებლები- 36,7%,
მაჰმადიანები- 62,7%,
სხვა- 0,6%.
დროის სარტყელი- მესამე სასაათო
სატელეფონო კოდი- 8 260
ძაბვა- 220 ვოლტი
მოსაზღვრე სახელმწოფოები და რაიონები: სომხეთის რესპუბლიკა, თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისის და ნინოწმინდის რაიონები.
კლიმატი- ზომიერი
უმაღლესი მთა- თრიალეთი
სოფლების რაოდენობა- 57.
მდინარეები- ხრამი, მაშავერა, ფინეზაური
ტბები- პანტიანის, იაყუბლოს, და გომარეთის ხუთი ტბა, წყალსაცავები
წიაღისეული- ბაზალტი, გრანიტი, ტუფი, საკირე ქვა, საკრამიტე თიხა, ტორფი, ოქრო, სპილენძი და სხვა

დმანისის რაიონი და  მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები, აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან- ევროპიდან.

დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები.

მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Eრეცტუს-ების ადრეულ ჯგუფს
HOMO Eრგასტერ -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. (პირველ ევროპელებს არქეოლოგებმა ქართული სახელები მისცეს ზეზვა და მზია) აქედან გამომდინარე მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. უკვე ჩამოყალიბდა აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

 

დღე 1:
თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დახვედრა, დმანისში გამგზავრება. გესთ ჰაუზში-ში დაბინავება.

დღე 2:
არქეოლოგიური ობიექტის გაცნობა. გაცნობით ტურს ჩაატარებს სპეციალიზირებული გიდი არქეოლოგთან ერთად.
19:00 - ქართული სამზარეულოს დაგემოვნება

დღე 3:
8:00 - საუზმე.
9:00 – ველზე გასვლა
9:00 – 14-00 საველე სამუშაო (გათხრები, პრეპარაცია)
15:00 – ლანჩი
16:00 – 19 00 საველე სამუშაოები
19:30 – საუზმე
21:00 – 22:00 ინტელექტუალურ გასართობი პროგრამა

დღე 4:
8:00 - საუზმე.
9:00 - ველზე გასვლა
9:00 - 14:00 საველე სამუშაო (გათხრები, პრეპარაცია)
15:00 - ლანჩი
16:00 - 19:00 საველე სამუშაოები
19:30 - საუზმე
21:00 - 22:00 ინტელექტუალურ- გასართობი პროგრამა

დღე 5:
ექკურსია *ბირთვისებში  ღამისთევით
7:00  - დმანისიდან ბირთვისებამდე მანქანით ჩასვლა. ხეტიალის ტური გიდ-ინსტრუქტორთან ერთად. ბირთვისებში მოგზაურობა. ღამისთევა კარვებში.

დღე 6:
11:00 - ბირთვისებიდან გამოსვლა.
14:00 - გზაზე დაგელოდებათ მანქანა რომელიც თბილისში ჩამოგიყვანთ.
16:00 - თბილისში ჩამოსვლა. დაბინავება სასტუმროში. სადილი.
19:00 - ღამის თბილისის დათვალიერება.
21:00 - გამოსამშვიდობებელი ვახშამი.

დღე 7:
ექკურსია თბილისის მუზეუმებში:
ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ( სადაც ნახავთ დმანისის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას, დიზაინერების მიერ შექმნილ პირველი ევროპელების ზეზვას და მზიას ცვილის ფიგურების გამოსახულებას)
ოქროს ფონდი,
ეთნოგრაფიული მუზეუმი.
გაცილება აეროპორტში.

 
* ბირთვისები მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში. დმანისისდან 30-35 კილომეტრში. ბირთვისები შუა ტყეში მოქცეული კანიონებია, სადაც ციხესიმაგრეები იყო გაშენებული და თვადაცვითი ფუნქცია ეკისრა. ბირთვისების ციხესიმაგრეთა კომპლექსი თარიღდება მე-11 საუკუნით. 1403 წელს საქართველოში თემურ ლენგის ლაშქრობის შემდეგ დამპყორბელს ეს მიუვალი მანამადე აუღებელი ციხესიმაგრე აუოხრებია, რის შემდეგაც ციხესიმაგრემ თავისი თავდაპირველი დანიშნულება დაკარგა, თუმცა გარკვეული ქართული გარნიზონები ამ ციხესიმაგრეში მე-18 საუკუნემდე გვხვდებიან.