Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
იმერეთი
 

იმერეთი - ისტორიულად წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს რეგიონს. საქართველოს ისტორიაში ყოფილა პერიოდები, როცა საქართველოს ბედ-იღბალი მთლიანად იმერეთის სამეფოზე ყოფილა დამოკიდებული. იმერეთის მთავარ ქალაქს და დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქს - ქუთაისს ოდითგანვე ეჭირა საქართველოს ისტორიაში  წამყვანი და  საპატიო ადგილი. დასავლეთ საქართველო ანუ ძველი კოლხეთი და  ქუთაისი უძველესი დროიდან მოხსენიებულია არაერთ უცხოურ (ბერძნულ, არაბულ, სომხურ) ისტორიულ ქრონიკებსა და წყაროებში. დასავლეთ საქართველოს და  ქუთაისს უკავშირდება ძველი ბერძნული მითების გარკვეული ნაწილი. ბერძნულ არგონავტიკაში მოხსენიებულია,  როგორც მითოლოგიური კოლხეთის დედაქალაქი. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, იმერეთის დედაქალაქი ქუთაისი, ხშირად წარმოადგენდა საქართველოს სატახტო ქალაქს და შემთხვევითი არ არის, რომ ბაგრატიონების დინასტიის მეფობა სწორედ იმერეთიდან, ქუთაისიდან დაიწყო. ძნელბედობის ჟამს კი, დედაქალაქი როგორც წესი ყოველთვის დასავლეთ საქართველოში ქუთაისში გადადიოდა.
დღეს იმერეთი წარმოადგენს საქართველოს უმთავრეს ისტორიულ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო რეგიონს. იმერეთს უკავია საქართველოს ტერიტორიის 11%, რაც წარმოადგენს 6,61 კვადრატულ კილომეტრს. იმერეთი იყოფა  ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. ზემო იმერეთის რაიონებია: ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული, საჩხერე, ჭიათურა და ზესტაფონი. ქვემო იმერეთს მიეკუთვნება შემდეგი რაიონები: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, ვანი და ბაღდადი. ზღვის ნოტიო და სუბტროპიკული ჰავა ქვემო იმერეთამდე აღწევს. წლიური საშუალო ტემპერატურა 14-15оC გრადუსამდეა. საქართველოში სიგრძით მეორე მდინარე რიონი (327კმ), რომელიც ულამაზესი კავკასიონის ქედიდან იღებს სათავეს ძირითადად იმერეთის ტერიტორიაზე მიედინება (დაახლოებით 100 კმ).  ბუნებრივი წიაღისეულიდან არ შეიძლება არ აღინიშნოს ჭიათურის მანგანუმის და ტყიბულის ქვანახშირის საბადოები.
ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე იმერეთში მრავლად არის ისტორიული მნიშვნელობის კულტურულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც დამსახურებულად არიან შესული მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში (იუნესკო).  ბაგრატ III მეფობის (X საუკუნის ბოლო,  XI საუკუნის დასაწყისი) პერიოდში ქუთაისში აგებულია ბაგრატის ტაძარი. XII საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში აიგო გელათის სამონასტრო კომპლექსი. სწორედ ამ მონასტერშია დაკრძალულია საქართველოს უდიდესი მეფე - დავით აღმაშენებელი. ქუთაისში ნახავთ აგრეთვე შუასაუკუნეების მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს, რომელსაც გააჩნია ულამაზესი ადგილმდებარეობა.
ეწვიეთ იმერეთს და  დატკბით იმერეთის ულამაზესი ბუნებით.

     
  საქართველოს შესახებ