Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

ჯირითი

გაატარეთ შვებულება საქართველოში და ისიამოვნეთ ცხენზე ჯირითით. თქვენი არჩევანი დამოკიდებულია თქვენსავე მოთხოვნაზე. ეს შეიძლება იყოს ან შავი ზღვის სანაპიროზე, ან კავკასიის მთებში ჯირითი. თქვენ გაატარებთ შვებულებას გემოვნებიანად.

ჯირითის დროს შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ სხვადასხვა სახის ცხენები. თუ არ ხართ გამოცდილი მხედარი, შესაძლებლობა გექნებათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია. ცხენები რომლითაც თქვენ ჯირითობთ, ემსახურებოდა და ჯერ კიდევ ემსახურება ფერმერებს, მონადირეებს და ცხენოსნებს.

ჩვენ ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ცხენოსნობის შემსწავლელი კურსები დამწყები მოჯირთეებისთვის, გამოცდილებისთვის, ზამთრის და მთის მოჯირითეებისთვის. ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ სწრაფი და ნაკლებად სწრაფი ცხენები. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით სწორად განვსაზღვროთ თქვენი გამოცდილება და შესაძლებლობები. ჩვენთან თქვენ გექნებათ დიდი არჩევანი.

ცხენით ჯირითისას ჩვენ ასევე შეგვიძლია მოგამარაგოთ კარვებით. საბოლოოდ მომსახურების  კარგი ხარისხი დამოკიდებულია ტურის განმავლობაში ყველა საჭირო აქსესუარით უზრუნველყოფაზე.

ჯირითის დროს თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი კვალიფიკაცია და ასევე განსაზღვროთ რომელის სახეობის ჯირითი არის უფრო მისაღები თქვენთვის.

ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ ტურებს გამოცდილი მოჯირითეებისთვის. ჯირითის დროს თქვენ შეიგრძნობთ ველური ბუნების მშვენიერებას, რასაც ვერ ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯირითის დროს გარემო საკმაოდ მშვიდი და წყნარია, მაშინ როდესაც სხვა დროს გიწევთ მუშაობა და სიძნელეების ატანა.

ასეთი არდადაგების გატარებას თქვენ შეძლებთ საქართველოს მთებში ჯირითით. ''კონკორდ თრეველი'' საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ არჩევანი თქვენი გამოცდილების და ბიუჯეტის მიხედვით. ჩვენ მუდმივად გვეყოლება ჩვენი მოჯირითეები მეთვალყურეობის ქვეშ, რომ თქვენი მოთხოვნები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული.

დარწმუნებული იყავით, რომ საუკეთესო არდადაგებს გაატარებთ საქართველოში.