|
|
გაქვთ თხილამურებით სრიალის სურვილი და ვერ ახერხებთ თავისუფალი დროის გადანაწილებას?
“კონკორდ თრეველი” დაგიგეგმავთ როგორ გაატაროთ შვებულება და დარწმუნებული იყავით, რომ საიმედო ხელში იქნება თქვენი შვებულება.
Tასეთი სახის ტურიზმი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში. საქართველო ცნობილია მთებით, სადაც თქვენ შემოგთავაზებენ კავკასიის
თოვლიან მთებში თხილამურებით სრიალს და თქვენთვის ეს იქნება დაუვიწყარი დღეები. კავკასიის დიდებული მთები ყოველთვის იწვევს ტურისტთა განცვიფრებას.
კავკასიის მთებიდან თხილამურებით დაშვება თქვენთვის იქნება სასიამოვნო, რადგან იგრძნობთ სულის თავისუფლებას, დატკბებით ლანდშაპტების სილამაზით და დაიტვირთებით ემოციებით.
გუდაური არის ცნობილი სათხილამურო კურორტი, რომელიც ფუნქციონირებს 1985 წლიდან. კურორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და მთის სიმაღლეებს შორის განსხვავება 1100 მეტრს აღწევს.
გუდაურში 4 საბაგიროა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ სულ უფრო და უფრო მაღლა ასვლას და გაიხანგრძლივებთ სიამოვნებას. სათხილამურო ტრასის სიგრძე ჩრდილოეთ კალთიდან თრიალეთის ქედამდე 7 კმ-ია და მდებარეობს 1700 მ. სიმაღლეზე. ეს არის კურორტი, სადაც კარგად არის განვითარებული სათხილამურო სპორტი.
ბაკურიანი არის დიდებული მთის კურორტი, რომელიც კარგია ოჯახური არდადაგებისთვის და თავისუფალი დროის გასატარებლად. მინი სასტუმროებში და კოტეჯებში ყველა პირობაა შექმნილი თქვენი უსაფრთხოებისთვის. სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მარტის დასაწყისამდე. სათხილამურო ტრასის სიგრძე 2500 მეტრია.
ბაკურიანში არის სხვადასხვა სახის სათხილამურო ტრასები, რომელიც თქვენი გამოცდილების მიხედვით უნდა აირჩიოთ.
1) სათხილამურო ტრასის სიგრძე 300 მეტრია, რომელიც განკუთვნილია დამწყებებისთვის. 2) 1 კოხტა გორა 1500 მ. ( დახრილია 54 გრაუსით), 3) 2 კოხტა გორა 3000 მ. სიგრძის.
ბაკურიანში არის ასევე 3 საბაგირო: 45, 70 და 90 მეტრის სიმაღლეზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს სათხილამურო კურორტეზე გაატაროთ დაუვიწყარი დრო და მოუთმენლად დაელოდოდთ შემდეგ სეზონს.
|
|
|