|
თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბან ავლაბარში, სასტუმრო არმაზი პალასი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, საუკეთესო ფასად. სასტუმროდან, რამდენიმე წუთის სავალზეა სამების საკათედრო ტაძარი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ძველი თბილისის უმშვენიერესი უბნები. სასტუმრო მხოლოდ 50 მეტრით არის დაშორებული მეტრო ავლაბარიდან, ხოლო რუსთაველის გამზირამდე მოსახვედრად, ფეხით ხუთიოდე წუთია საჭირო.
ოთხსართულიანი სასტუმრო მოიცავს 10 კომფორტულ ნომერს. თითოეულ მათგანს აქვს აივანი, რომლიდანაც იშლება ქალაქზე ულამაზესი ხედები. ნომრები აღჭურვილია: კონდიციონერებით, გათბობის სისტემით, უკაბელო ინტერნეტით, ტელევიზიით, ტელეფონით, მინი ბარით და აბაზანით. აბაზანაში, კი, სტუმრებს დახვდებათ აბაზანის ხალათი და ჰიგიენური საშუალებები. სასტუმრო არმაზი პალასის მომსახურე პერსონალი თავის სტუმრებს ყველა პირობას უქმნის, იმისათვის რომ მათი სასტუმროში ყოფნა უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს. თქვენ, აქ გარანტირებულად მყუდრო და მშვიდი გარემო გელოდებათ.
|
|