Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
აჭარა
 

აჭარა - დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და  ულამაზესი კუთხე, მისი უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო. აჭარის მთავარი ქალაქი და დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია ქ.ბათუმი. რომელიც ასევე არის შავი ზღვის  საპორტო ქალაქი. აჭარა წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საქართველოს სამხრეთ კარიბჭეს, აჭარიდან შემოდიოდნენ საქართველოში მტერი თუ მოყვარე, კეთილის მსურველნი თუ ავის ქმნელნი ჩვენი ქვეყნისა. აჭარიდან შემოვიდა საქართველოში I საუკუნეში, განმანათლებელი საქართველოსი, მაცხოვრის წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

აჭარაშია, სოფელ გონიოში მაცხოვრის  მეორე მოციქულის მატათა მოციქულის საფლავი. ყველა უძველესი ისტორიული წყაროებიდან აჭარა ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, მაგრამ XVI საუკუნის მეორე  ნახევრის შუა პერიოდიდან  დაპყრობილი იქნა ოსმალეთის მიერ. სამი საუკუნის განმავლობაში აჭარა იყო ოსმალეთის შემადგენლობაში, რამაც გამოიწვია აჭარლების აბსოლუტური უმრავლესობის მაჰმადიან სარწმუნოებაზე მოქცევა.

მხოლოდ 1878 წელს რუსთ-თურქეთის ომის შემდეგ დაუბრუნდა მთლიანი აჭარა დედა სამშობლოს, თუმცა 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ მოექცა თურქეთის იურისდიქციის ქვეშ. იქ მაცხოვრებელ  აჭარელ მოსახლეობას თითქმის 450 წლის შემდეგაც კარგად ახსოვს შობლიური ენა და ქართული წეს-ჩვეულებები. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი აჭარელი მაჰმადიანური სარწმუნოებიდან დაუბრუნდა თავის ძირძველ სარწმუნოებას  - მოინათლა  მართლმადიდებელ  ქრისტიანად.


1921 წლიდან საბჭოთა წყობილების დროს შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარა იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო აჭარად. ზემო აჭარა ანუ მთიანი აჭარა - ძირითადად ხულოს რაიონი, გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, ქვემო აჭარა კი ულამაზესი სანაპირო ზოლით - გონიო, სარფი. აქ ზღვა იმდენად სუფთაა რომ როგორც ტურისტებისთვის ასე ნებისმიერი მსურველისათვის  შესაძლებელია წყალქვეშა  დაივინგი.

დედაქალაქი და საპორტო ქალაქი ბათუმი, ფოთის პორტთან ერთად წარმოადგენს არა მარტო სახრეთ კავკასიის საზღვაო კარიბჭეს, არამედ დიდი აბრეშუმის გზის ქვეყნების ტვირთების ევროპაში გადაზიდვის ძირითად საშუალებას.

     
  საქართველოს შესახებ