საქართველოს ისტორია |
|
მედეა |
|
მედეა - ბერძნული მითის მიხედვით
კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს
დაჲ, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ.წ.
XVI საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი
იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის
გატაცებაში. შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს,
მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და
ცოლად კორინთოს მეფის კრეონის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური
იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა
კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით,
გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.
მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიუკურ
სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის
სახელზე აგებდნენ ტაძრებს
ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს
მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვითონ ტერმინი მედიცინაც ხომ
მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების
თანახმად, მედეას მკურანალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი
უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის
ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა. |
http://ka.wikipedia.org/wiki/მედეა_(მითოლოგია)
|