Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

      ექსტრემალური ტურები                                     

   
  ყვინთვა           
     
   
 
   


   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "კონკორდ დაივინგ კლუბში". ყველა ჩვენი მოგზაურობის პარალელურად, ასევე წარმოგიდგენთ დაივინგის სერვისს პროფესიონალ ინსტრუქტორებთან და პირველ ქართულ დაივინგ ცენტრ კონკორდ დაივინგ კლუბთან ერთად. ჩვენ გთავაზობთ "სკუბა დაივინგს" შავ ზღვაში: ბათუმის დელფინარიუმში (დაივინგი დელფინებთან ერთად); კვარიათის ჩაძირულ ხომალდებთან; მიდიების ფერმებთან; სარფის კლდოვან ხეივნებთან; ანაკლიის უახლეს ტერიტორიებზე და ყველა ტბაში საქართველოს მასშტაბით, ასევე გთავაზობთ დაივინგს წყალტუბოს წყალქვეშა პრომეთეს მღვიმეებში.

დამწყებებისთვის გვყავს სპეციალურად მომზადებული დაივინგ-ინსტრუქტორები. გამომდინარე უსაფრთხოების ზომებიდან, ყველა დაივინგ ტურს გაუძღვება კვალიფიცირებული დაივინგ გიდი. კონკორდ დაივინგ კლუბის ინსტრუქტორები, ასევე გთავაზობთ გაცნობითი ხასიათის დაივინგს (აღმოაჩინეთ სკუბა დაივინგი) კვარიათში. დაივინგის შესასწავლად, კონკორდ დაივინგ კლუბი გთავაზობთ დაივინგის კურსებს "OPEN WATER"- დან "DIVEMATSER"-მდე დაივერების პროფესიონალური ასოციაციის ინსტრუქტორების მიერ (PADI) Professional Association of Diving Instructors, სკუბა დაივინგის (SDI) Scuba Diving International საერთაშორისო წესების, სტანდარტების მიხედვით ჩატარებულს.

კონკორდ დაივინგ კლუბთან ერთად ყვინთვა არის უსაფრთხო, ვინაიდან ის ითვალისწინებს უსაფრთხო დაივინგის საერთაშორისო სტანდარტებს (EFR) Emergency First Response.

კონკორდ დაივინგ კლუბი არის ერთადერთი დაივინგ ცენტრი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით, რომელსაც ყავს კვალიფიცირებული ინსტრუქტორები. ჩვენ გამუდმებით ვიკვლევთ დაივინგისთვის გამოსადეგ მარშრუტებს, რათა გავზარდოთ დაივინგის შესაძლებლობები კავკასიაში. კონკორდ დაივინგ კლუბს უკვე მრავლად აქვს შესწავლილი სადაივინგო მარშრუტები შავ ზღვასა და სიღრმისეულ გამოქვაბულებში. ასევე კარგად გვაქვს შესწავლილი წყალტუბოს წყალქვეშა პრომეთეს მღვიმეები, ორი ჩაძირული გემისა და მიდიების ფერმის მიდამო გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე, ასევე გრძელი კლდოვანი წყალქვეშა ხეივანი სარფის ტერიტორიაზე.

კონკორდ დაივინგ კლუბი გთავაზობთ დაუვიწყარ დაივინგს დელფინებთან ერთად ბათუმის დელფინარიუმში კვალიფიცირებულ ინსტრუქტორებთან ერთად, როგორც გამოცდილი მყვინთავებისთვის, ასევე დამწყებებისთვის. გონიო-კვარიათის ხაზზე ჩაძირულ იქნა ხომალდი სახელად: "ვლადიმერ ფაჩულია", მიზანი გახლდათ ხელოვნური რიფის შექმნა, რათა გაზრდილიყო წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის პოპულაცია.

სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო მეტი ხელოვნური რიფის შექმნას შავ ზღვაში, ასევე გვაქვს გეგმები დაკავშირებული წყალტუბოს წყალქვეშა პრომეთეს მღვიმეებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ ნასიამოვნები დარჩებით ჩვენ მიერ შემოთავაზებული ექსკურსიებით როგორც საქართველოს მიწაზე, ასევე მის წყალქვეშეთში.


კონკორდ დაივინგ კლუბის ინსტრუქტორები

ელგუჯა ჯამრიშვილი

ინსტრუქტორი SDI OWD No: 6225

TDI Nitrox

საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი

 

პაატა ჯმუხაძე

ასოციაცია PADI-ის ინსტრუქტორი No: 629349

საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაქციის (EFR) ინსტრუქტორი No: 629349

 

არჩილ მაღლაკელიძე

ასოციაცია PADI-ის მაშველი მყვინთავი No: 20836

საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაქციის (EFR-Primary care (CPR)) და პირველადი დახმარების გაწევის (Sec. care (1st. aid)) სერთიფიცირებული წევრი No: 20836