Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
მუზეუმები


არქეოლოგიის მუზეუმი


მუზეუმი დაარსდა 1988 წელს, ცნობილი ქართველი არქეოლოგის, არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელის , როსტომ აბრამიშვილის მიერ ( 1924-1996წ). მუზეუმის მონუმენტები აღმოჩენილია თბილისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად. კოლექციის ქრონოლოგიური ჩარჩოები ჩვ.წთ. V საუკუნისაა. მუზეუმში ინახება მსოფლიოში უძველესი ბრინჯაოს ნივთები, რომელიც აღმოჩენილია დელისის მიდამოებში (თბილისის ერთ-ერთი რაიონი). ეს ნივთები 4000 წლისაა. ბრინჯაოს ბალთა, რომელიც არის მოვერცხლილი, გამოსახულია ცხენი და მხედარი. ასევე აღმოჩენელია სამეფო საფლავებს ინვენტარი. ( XII-VIII ს. ჩვ. წთ. – მდე)

ხელოვნების მუზეუმი

ს. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა 1920წელს, როგორც ნაციონალური ხელოვნების გალერია. მუზეუმის ნიმუშები მნიშვნელოვანია ქართულ ხელოვნებისთვის. მუზეუმში ინახება დაახლოებით 6000-მდე სხვადასხვა კოლექციის ნივთი. მუზეუმი გამოირჩევა საოქრომჭედლო ნაწილებით, რომელიც თარიღდება VIII-XIX საუკუნით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მუზეუმში ინახება, არის ზარზმის მონასტრის ხატი, ხახულის და ანჩისხატის ტრიპტიკტი, ლიტურგიული ჯვარი და სხვა. ასევე ინახება უნიკალური მომინანქრებული ნივთები და ძვირფასეულობა, რომელიც თარიღდება VIII-XV ს-ით. აქვე ინახება ცნობილი მხატვრების: ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის და სხვა. ნამუშევრები. მუზეუმში ასევე დაცულია რუსული, დასავლეთ ევროპული და სპარსული ხელოვნების ნიმუშები.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

მუზეუმი დაარსდა 1966 წელს ცნობილი ეთნოგრაფის და აკადემიკოსის გიორგი ჩიტაიას მიერ, რომლის სახელსაც ატარებს მუზეუმი. მუზეუმი არის უნიკალური, რადგან თქვენ აქ შეგიძლიათ მოინახულოთ მთელი საქართველო რამოდენიმე საათში და გაეცნოთ ყველა მხარის არქიტექტურას და ტრადიციებს. მუზეუმი მდებარეობს თბილისში, ვაკის რაიონში, კუს ტბის დასავლეთით. განლაგებულია 65 ჰექტარ ფართობზე. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის არქიტექტურა და ტრადიციები.

ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმი წარმოადგენს ერთ-ერთ სამეცნიერო საგანმანათლებლო დაწესებულებას,
რომელშიც დაცულია კაცობრიობის და ბუნების უნიკალური ექსპონანტები. მუზეუმში ინახება მთელი საქართველოს ისტორიის კოლექცია, ცხოველების ნარჩენები, რომელიც არის 40 მილიონი წლის. ყველაზე შთამბეჭდავი არის პრეისტორიული ადამიანის ექსპონანტი, რომელიც აღმოჩენილია დმანისში. ადმიანის ეს ნარჩენი 1.8 მილიონი წლისაა და ეს იყო პირველი ადამიანის არსებობა აფრიკის გარეთ. ამ აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის განვითარების ისტორია. ასევე მუზეუმში მნიშვნელოვანია საგაძური, რომელიც შეიცავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ნივთებს, საქართველოს ისტორის მნიშვნელოვანი პერიოდიდან. კოლექციაში არის ოქროს და ვერცხლის ნივთები და ძვირფასეულობა პრე-ქრისტიანული პერიოდის კახეთიდან, ვანიდან, მცხეთიდან, თრიალთიდან, ჟინვალიდან, ახალგორიდან, მარტყოფიდან. ეს ნივთები აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების დროს XX საუკუნეში და ასევე 2004 წელს. გათხრებში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ისტორიკოსები.

თბილისის ისტორიის მუზეუმი

ისოებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი დაარსდა 1910 წელს, როგორც ქალაქის მუზეუმი. 1943 წელს შეიცვალა სახელი და დაერქვა თბილისის ისტროიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმი დღესდღეობით ატარებს იოსებ გრიშაშვილის სახელს. მუზეუმში ინახება უნიკალური საბრძოლო იარაღები და საოჯახო ნივთები ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული. მუზეუმში ასევე დაცულია ლადო გუდიაშვილის, მოსე თოიძის და ელენე ახვლედიანის ნახატები, როგორც ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმი ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ძველი თბილისის მიდამოებში, რომელსაც ორგანიზებას უკეთებეს ადგილობრივი მოსახლეობა.

მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

მუზეუმი დაკავშირებულია აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეების სახელთან: მირზა ფატალი ახუნდოვი ( საზოგადო მოღვაწე, მწერლი, დრამატურგი), ნარიმან ნარიმანოვი (საზოგადო მოღვაწე, ფიზიკოსი), მამედ კული ზადე ( საზოგადო მოღვაწე, მწერალი, გაზეთ “მოლა ნარზედინის” რედაქტორი, XX საუკუნის 20-იანი წლები). აქვე ინახება მირზა ფატალი ახუნდოვის პიესები, კული ზადეს მიერ გაკეთებული ესკიზები, ფოტოები რომელიც ასახავს ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურის ურთიერთობას, დოკუმენტები, წიგნები, სამეცნიერო ნაშრომები და ბელეტრისტიკა აზერბაიჯანულ ენაში. მუზეუმში დაცულია 1000-მდე ნივთი.

ხელნაწერების ნაციონალური მუზეუმი


მუზეუმი დაარსდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმში დაცულია 170 000-ზე მეტი ქართული, ბერძნული ებრაული, სირიული, ეთიოპიური, სომხური, არაბული, სპარსული, თურქული, სლავური ( I- XX ს) ხელნაწერი.

ხელნაწერების ინსტიტუტის მთავარი მიზანია დახმარება გაუწიოს საერთაშორისო თანამშრომლობას. სამეცნიერო კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მიმართულებაა: სისტემატიური აღწერა, ხელნაწერების კვლევა და გამოქვეყნება, ისტრორიული დოკუმენტები, პერსონალური ადგილობრივი და უცხოური ( სინაის მთა, იერუსალიმი) წარმოშობის არქივები, ხელნაწერების დაცვის და მოვლის ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

მოსე თოიძის სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა მოსე თოიძის სახელოსნოში 1968 წელს. მუზეუმში ინახება მხატვრის ნახატები, გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, დოკუმენტები და მისი ვაჟის ირაკლი თოიძის ნამუშევრები. მუზეუმს ჰქონდა კულტურულ-საგანმანათლებლო და ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი.

ქართული ლიტრატურის მუზეუმი

მუზეუმში ინახება ქართული ლიტერატურის უნიკალური ნიმუშები, რომელიც წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას უცხო ქვეყნებისთვის ( XII ს-ის ოთხი სახარება, XVII-XIX ს-ის რელიგიური და ფსიქოლოგიური ნაშრომები), არქივები, ხელაწერები, სამახსოვრო ნივთები ( ავეჯი, რელიქვიები, ტანსაცმელი), რომლებიც ეკუთვნის ქართველ და უცხოელ ცნობილ მწერლებს: ნიკოლოზ ბარათაშვილს, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, გალაქტიონ ტაბიძეს, არტურ ლასტს, კონსტანტინ ბალმონტს, ბორის პასტერნაკს და სხვა. მუზეუმში ასევე დაცულია ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრების ნახატები (გ. გაბაშვილი, ე. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, ალ. მოლინარი, კ. მაღალაშვილი, მ. თოიძე, დ. კაკაბაძე, ტ. ბუროვი, გრ. კორადინი და სხვა.), დოკუმენტები, სურათები, იშვიათი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.
მუზეუმში ინახება 140 000 ნივთი. მუზეუმის ფილიალებია: ტიციან ტაბიიძის და ნოდარ დუმბაძის მუზეუმები.

ნაციონალური ინსტრუმენტების სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმში არის ქართველი და სამხრეთ კავკასიელი ხალხის მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექცია. ასევე ინახება ევროპული მეანიკური და კლასიკური ინსტრუმენტები, არღანების კოლექცია (მათ შორისაა ცნობილი ხელოსნის, გზეჩ ნეჩდას მიერ გაკეთებული არღანი). მუზეუმში დაცულია ქართლი ფოლკლორული მუსიკის ხელნაწერები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და ფოტოები. აქვე ინახება ჩვ. წთ-მდე XV-XIVს-ის, გედის ძვლისგან დამზადებული ფლეიტის ასლი, ხელოვნების ნიმუშები, გრამაფონის ჩანაწერები (XXს-ის დასწყისიდან) , ფოლკლორული სიმღერები. ასევე                            ლ. გუდიაშვილის , ლ. შარლემანის,  ჯ. ხუციშვილის ნახატები და  XVII-XIX ს-ის კოლექციები, აღმოსავლური და ქართული ხალიჩები.

აბრეშუმის მუზეუმი

აბრეშუმის მუზეუმი დაარსდა 1887 წელს, აბრეშუმის სპეციალისტის ნიკოლაი შავროვის მიერ, ხოლო შენობა აშენდა 1892 წელს. მუზეუმთან ერთად დაარსდა ბიბლიოთეკა ( უძველესი წიგნი გამოქვეყნებულია 1601 წ.) მზეუმში ყველა კოლექცია დაკავშირებულია აბრეშუმთან. თუთის კოლექცია და მისი პროდუქტები, აბრეშუმის ჭიების კოლექცია, პეპლების კოლეცია, ჭუპრების კოლექცია, ადგილობრივი და ინდუსტრიული აბრეშუმის პროდუქტი, ძაფები, ფოტო არქივი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მუზეუმში სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციები წარმოდგენილია აბრეშუმის პროდუქტით. ეს კოლექციები შეგროვებულია შავროვის მიერ და ნაწილი შემოწირულია ევროპელი, რუსი და კავკასიელი კოლეგების მიერ. მუზეუმის და ბიბლიოთეკის ავეჯი არის ნიმუში XIXს-ის ბუნების ისტორიისა.

სპორტის მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1965 წელს და ინახება მედლები, თასები, პრიზები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების სურათები. ასევე სპორცმენების უამრავი ხმის ჩანაწერი, ფილემები სორტზე და სპორცმენებზე, ცნობილი სპორცმენების პირადი არქივები და სხვა.

კინოს ისტორიის მუზეუმი

კინოს მუზეუმში ძირითადად ინახება: ფოტო არქივები, კინომატოგრაფიის აღჭურვილობა, ბროშურები, აფიშა, თოჯინები, კინომატოგრაფიის არქივები, ქართული ფილმების ვიდეო კოლექციები, ჩარლი ჩაპლინის და ვოულტ დისნეის ფილმები,ანიმაციური ფილმების მარკების კოლექცია.

ფულის მუზეუმი

მუზეუმი განლაგებულია ეროვნული ბანკის შენობაში. მუზეუმში დაცული ნივთები აღწერს ფულის ისტორიას VI ს-იდან დღემდე. აქ ინახება კოლხური თეთრი, ანტიკური მონეტები, არაბული დირჰემი, ქართველი მეფეების მონეტები, დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარის, ლაშა-გიორგის, რუსუდანის. ასევე თურქული მონეტები, ირანული აბაზი, ავსტრიული და პოლონური ტალერები. მუზეუმში არის
ლიტერატურა ფულის წარმოშობის შესახებ.

ივანე ჯავახიშვილის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი

ივანე ჯავახიშვილის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დაარსდა 1923 წელს და 1937 წელს გადაკეთდა ადგილობრივ მუზეუმად. 1972 წელს მუზეუმი გადავიდა მეორე შენობაში , ახალციხის ტერიტორიაზე და სახელწოდება მიიღო ივანე ჯავახიშვილის მიერ. დღეისათვის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მუზეუმში დაცულია 25 000 ნივთი. ასევე ინახება ხელნაწერები, წიგნები (XI, XII, XV, XVII ს-ები) , ფოტოები, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური კოლექციები. აქვეა ხალიჩების კოლექცია ( XIX-XXს). ასევე მნიშვნელოვანია ქვაზე ამოტვიფრული ანტიკური წარწერები. 2004 წლიდან, მუზეუმი გახდა ნაციონალური მუზეუმის ნაწილი. პერიოდულად ეწყობა გამოფენები ადმინსტრაცულ შენობას გარს არტყავს ციხესიმაგრე , 1752 წელს აშენებული მეჩეთი და მუსულმანური სკოლის ნანგრევები. მუზეუმის ტერიტორიის მთლიანი ფართობი არის 27,500 კვ.მ. 3, 978 კვ.მ უკავია შენობებს. 23.522 კვ. მ ფართობი უკავია ეზოს ციხის შიგნითა მხარეს.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმი


არქოლოგიის მუზეუმი დაარსდა 1985 წელს ოთარ ლორთქიფანიძის მიერ. მუზეუმი ახლოს მდებარეობს ქალაქ ვანთან, რომელიც ცნობილია VII-IV საუკუნეების უნიკალური აღმოჩენებით. ოქროს ფონდი მუზეუმში გაიხსნა 1987 წელს, ძვირფასი სამარხების აღმოჩენის შემდეგ. ყველაზე წარმატებულ აღმოჩენები იყო 2003-2004 წელს, როდესაც ნაპოვნი იქნა 1000 ქროს ნივთი. ზოგიერთი ნივთი ინახება ჯანაშიას მუზეუმში. ერთ-ერთის სახელწოდებაა “კოლხა, ოქროს საწისის სამშობლო”.

დმანისის ისტორიის და არქიტექტურის მუზეუმი


სოფელი პატარა დმანისი მდებარეობს 85 კილომეტრის მოშორებით თბილისიდან. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. სოფელს გარშემო არტყავს დმანისი. შუა საუკუნეების ქალაქი და ეკლესია საინტერესოა არქეოლოგებისთვის შუა საუკუნეებიან მოყოლებული. 10 ქვეყნის საერთაშორისო არქეოლოგიის გუნდის წევრები ყოვეწლიურად ატარებენ აქ გათხრებს. მუზეუმი გაიხსნა 1986 წელს, ისტროიული მონუმენტების დასაცავად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შუა საუკუნეების სოფლის, პატარა დმანისის ნარჩენები. მუზეუმში ინახება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები: კერამიკა, მინა, მონეტები, მეტალის ნივთები. ასევე ქრისტინული არქიტექტურის ნიმუშები. პრეისტრიული ცხოველების ნარჩენები ინახება ჯანაშიას მუზეუმში.

სვანეთის ისტროიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სვანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მხარე საქართველოს ჩრდილო-დასვლეთით. მუზეუმი მდებარეობს მესტიაში, რომელიც გაიხსნა 1936 წელს როგორც ადგილობრივი მუზეუმი. 1973 წელს სვანეთში შეიქმნა მთის ზონის დაცვის სისტემა და მუზეუმი გახდა ამ სისტემის მთავარი ცენტრი. მუზეუმში დაცულია მნიშვნელოვანი და ღირებული ნივთები,  ხელნაწერები,  ხატები და სხვა.  აქვეა მაღალი დონის კოლექციები, რომლებსაც ქართველი მეფეები წირავდენენ ეკლესიებს. ასევე არის უცხოური წარმოშობის ნივთები: სირიული, სპარსული, ბიზანტიური და ვენეციური. 2003 წელს მუზეუმი გადავიდა ახალ შენობაში. პერიოდული გამოფენები ეწყობა სამ დარბაზში. მუზეუმში არის შემდეგი კლექციები: 2187 არქეოლოგიური ნივთი, 242 ხატი, 68 ხელნაწერი, 292 მეტალის ნივთი, 650 ხის ეთნოგრაფიული ნივთი, 421 ვერცხლის ნივთი, .37 ქსოვილი. მუზეუმში იყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა. უკვე დაწყებულია საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება.