Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
სუვენირები საქართველოდან
 
ქართული სუვენირების ტური
 
კონკორდ თრეველის წარმომადგენელი დაგეხმარებათ სუვენირების შერჩევაში, ის გამოგყვებათ და მოგატარებთ ყველა იმ მაღაზიას რომელშიც შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი, უპასუხებს ნებისმიერ თქვენს შეკითხვას და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


ტიხრული მინანქარი
ტიხრული მინანქარი საქართველოში ძალიან პოპულარულია და ის ხშირად გამოიყენება დეკორაციისა და ორნამენტაციისთვის. იმ ქალბატონებს, ვისაც შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ხელნაკეთი მინანქრის სამკაულები, მათ შეუძლიათ მთელი სიამაყით, მათი ასაკისა თუ გემოვნების მიუხედავად. ქართველების ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ტიხრული მინანქრისადმი საუკუნეებით თარიღდება, რადგან საქართველო ითველბა ტიხრული კულტურის ერთ-ერთ სამშობლოდ. მინანქარი აღმოსავლეთ ევროპაში ხელოვნების უძველეს ფორმად მიიჩნევა. მისმა ერთ-ერთმა ფორმამ განვითარება ჰპოვა უძველეს ეგვიპტეში. მე-8 ს საუკუნეში ის უკვე ჩინეთშიც გაჩნდა, ხოლო მე-11, მე-12 საუკუნეები ითვლება ტიხრული მინანქრის ოქროს ხანად ბიზანტიის იმპერიაში.


ზუსტად ცნობილი არ არის ტიხრული მინანქარი საიდან წარმოიშვა, თუმცა მისი წარმოშობა თარიღდება მე-7 საუკუნით, ძირითადად აღმოსავლეთ ქრისტინულ ქვეყნებში. პირველად ტიხრული მინანქრის ნიმუშები საქართველოში გაჩნდა მე-8 საუკუნეში. სახვითი ხელოვნების მუზეუმს აქვს უმდიდრესი კოლექცია ტიხრული მინანქრისა, რომელიც 200ამდე ნიმუშს მოიცავს.


ქართული მინანქრის ნიმუშები სხვებისაგნ განსხვავებულია თავისუფალი სტილით. მისი აყავების ხანა საქართველოში იყო მე-11-12 საუკუნეში. დღესდღეისობით ბევრი ცვლილება იქნა შეტანილი მინანქრის დამზადების ტექნოლოგიებში. ის მეტად რთული და ხანგრძლივი პროცესია. ის მზადდება სუფთა ოქროსა ან ვერცხლის გამოყენებით. მის კონტურებში კი შემდეგ ისხმება მინანქარი. ის მოითხოვს ზედმიწევნითა და ყურადღებით მუშაობას.

ქართული ხალიჩები
გსურთ მოხვდეთ ორიგინალურ და ეგზოტიკურ სამყაროში? საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი ისტორიულად ყოველთვის იყო გზა ევროპასა და აზიას შორის. სწორედ აქ გაიარა ქარავანმა ევროპიდან აზიისაკენ. სწორედ ამიტომ თბილისი გახდა კავკასიის რეგიონის საბაზრო ცენტრი.

ოდესღაც ამ ადგილას თქვენ შეხვდებოდით ევროპული და აზიური კულტურის ხელოვნების ნიმუშებს-ირანელების, ინდოელების, თურქების, ჩინელების უნიკალურ ნეკეთობებს: ნოხები, ჩანთები, ხურჯინები და ასე შემდეგ.

რადგანაც საქართველოში უძველეს პერიოდიდანვე არსებობდა ხალიჩების დართვის ტრადიცია, საკმაოდ კარგად იყო განვითარებული მეცხვარეობა, რადგანაც მათი მატყლი გამოიყენებოდა ხალიჩების, ტანსაცმელებისა და სხვა ყოველდღიური მოხამრების საგნების დართვაში. სწორედ ამ ნამუშევრების ორნამენტებში კარგად ჩანდა კავკასიელი ხალხის (ქართველები, სომხები, აჯერბაიჯანელები, ჩეჩნები, დაღესტანელები და ასე შემდეგ) ისტორია, რელიგია და უძველესი ტრადიციები.

დღესდღეისობით კავკასიური ხალიჩები მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც რომ ამ ხალიჩების პირვანდელი, ბუნებრივი ფორმა თავის რეალური ფასებით მხოლოდ შენარჩუნებულია, კავაკსიიაში, თბილისში.


თექა
თექის წარმოებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ის არსებობდა ქსოვის გამოყენებამდე პრაკტიკაში. თექისგან შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ზომის და ფერის ნივთები.


აბრეშუმი
აბრეშუმის გზამ დიდი როლი ითამაშა კულტურულ გაცვლასა და და ეკონმიკურ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ცნობილია, რომ "აბრეშუმის გზის" პროგრამის დახმარებით, კულტურულ კონტაქტებს საფეიქრო მრეწველობაში ჩაეყარა საფუძველი. მიუხედავად ამის, ის ყოველთვის ევროპული კულტურის ნაწილად რჩებოდა. პოლიტიკური მდგომარეობის გამოს, საქართველო საუკუნეების მანძილზე გამოყოფილი იყო ევროპისაგან. ამიტომ ყველა შესაძლებლობა ნახოთ და გაეცნოთ საქართველოს კულტურასა და სიმდიდრეებს, გელოდებათ საქართველოში.

საქართველომ შორეულ აღმოსავლეთთან დიდი ხნის წინათ ჩამოაყალიბა სავაჭრო კავშირები. "აბრეშუმის გზის" ჩრდილო ნაწილმა გადაკვეთა საქართველოს ტერიტორია. ეგრისის ქალაქების მნიშვნელობა ამ მოძრაობისადმი, კარგად იყო ცნობილი ადრეულ ჰელინისტურ პერიოდსა და ასევე მე-5-6 საუკუნეებში.

მე-2-4 საუკუნეებში საქართველოში აღმოჩენილ იქნა აბრეშუმის პატარა ფრაგმენტები უძველეს სამარხებში, თუმცა მათი წარმოშობის იტორია ძნელი განსასაზღვრელი აღმოჩნდა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საქართველოში მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე თუთის ენდემური ჯიშები ყოფილა ფართოდ გავრცელებული. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქრთველო დიდი ხნის წინ ყოფილა დაკავშირებული აბრეშუმთან. ლეგენდის თანახმად, აბრეშუმის კულტურა საქართველოში შემოტანილი იქნა ინდოეთიდან და დაკავშირებული იყო მე-5საუკუნის საქართველოს მეფესთან-ვახტანგ გორგსალთან.
     
  საქართველოს შესახებ