Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
თბილისი, ოცნების ქალაქი 
 

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. საქართველოს სატახტო  ქალაქი V საუკუნემდე იყო მცხეთა. ლეგენდის თანახმად იმ დროინდელი საქართველოს ძლევამოსილი მეფე ვახტანგ გორგასალი, დღვანდელი აბანოთუბნის ტერიტორიაზე სანადიროთ ყოფილა მობრძანებული. მეფეს ულამაზესი ხოხობი მოუნადირია და ჩამოვარდნილი ხოხობი იქვე მოჩუხჩუხე წყალში ჩავარდნილა. წყალი ისეთი ცხელი ყოფილა რომ სანამ მეფის თანმხლებ ბაზიერთ ხოხობი წყლიდან ამოუყვანიათ, მანამ ხოხობი მოხარშულა. ამ ამბით დიდად გაგაკვირვებულ და ნასიამოვნებ მეფეს განუძრახავს ამ ადგილას ქალაქი გაეშენებინა და სახელად  თბილისი ეწოდებინა. მეფე ასეც მოქცა და მალე დედაქალაქიც მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

       თბილისმა ქართველ ხალხთან ერთად უამრავი ომი და გაჭირვება, არაბობა, მონღოლობა, ყიზილბაშობა და სხვა ბევრი გასაჭირი გადაიტანა,  მაგრამ დღესაც  ქედმოუხრელად დგას  ჩვენი ქვეყნის  სათავეში. დღეს თბილისი დიდი კულტურულ-ეკონომიკური ცენტრია, არა მარტო საქართველოში არამედ მთელს ამიერკავკასიაში. ფუნქციონირებს უამრავი უმაღლესი სასწავლებლები და უნივერსიტეტები, სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრები, ულტრა თანამედროვე სპორტული ბაზები და სხვა უამრავი გასართობ კულტურული ცენტრები. თბილისში წარმატებით ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციები და ფესტივალები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან და კონცერტებს მართავენ სახელოვანი მომღერლები და ვოკალურ -ინსტრუმენტული ანსამბლები. იმართება საერთაშორისო სპორტული ასპარეზობები და  არც თუ ისე იშვიათად გამარჯვებულები საქართველოს წარმომადგენლები გამოდიან.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით  გაიზარდა როგორც თბილისის მოსახლეობა ასევე მისი ტერიტორია. ბოლო მონაცემებით თბილისის მოსახლეობა  უკვე თითქმის მილიონ ნახევარს აღწევს. თანდათან იზრდება მეტროპოლიტენის სადგურების რაოდენობა, განახლებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზის სადგური. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავისუფლად შესძლებთ გადაადგილებასმსოფლიოს თითქმის  ნებისმიერ წერტილში. დღითიდღე ლამაზდება თბილისის ზღვა, სადაც მოწყობილია აკვაპარკი და სხვასხვა უამრავი გასართობი ატრაქციონები. თბილისის ცენტრში მთაწმინდაზე, ფუნქციონირებს დიდი საბავშო გასართობი ცენტრი.  სახე იცვალა ძველმა უსახურმა შენობა-ნაგებობებმა და  მიიღო არა მარტო თანამედროვე  სახე, არამედ ასევე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობებითთ. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ულტრა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. თბილისში შემოსულა მსოფლიოს უამრავი ბრენდები და გაიხსნა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სასტუმროები: შერატონი, მარიოტი, რედისონი და სხვა.

     
  საქართველოს შესახებ