Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

      სააღდგომო ტური.                               

   
 

ტურის განრიგი:

02.05

09.05

            
   
   
 
დღე 1   თბილისი/ სამების საკათედრო ტაძარი
დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. სასტუმროში დაბინავების შემდეგ ტურის მონაწილეები დაესწრებიან საღამოს ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ცნობილი როგორც ,,სამება'', არის მთავარი ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი, იგი მდებარეობს თბილისში, ელიას მთაზე. აშენებულია 1995–2004 წლებში, და ითვლება ყველაზე დიდ რელიგიურ ნაგებობად მთელ ამიერკავკსიაში.
ღამისთევა თბილისში.
   
       
დღე 2   პარასკევი. თბილისი/კახეთი/შუამთა/ალავერდი.
საუზმის შემდეგ დაესწრებით დილის წირვას სიონის ეკლესიაში. ..სიონი'' ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარია თბილისში. შუასაუკუნეების საქართველოს ტრადიციის მიხედვით ეკლესიებს სახელს არქმევდნენ წმინდა მიწაზე არსებული ადგილების მიხედვით. სიონის საკათედრო ტაძარიც სახელს იღებს იერუსალიმში მდებარე მთისგან, რომელსაც ,,ზიონი'' ეწოდება. ეს ტაძარი ცნობილია, როგორც თბილისის სიონი. სიონის ტაძარი აშენდა მე–6 მე–7 საუკუნეებში. იგი მრავალჯერ დაინგრა დამპყრობლების შემოსევის შედეგად და აღდგენილია რამოდენიმეჯერ. ახლანდელი სახე ტაძარმა შეიძინა მე–13 საუკუნეში და მის იერსახეს ცვლილებები დაემატა მე–17 , მე–19 საუკუნეებში. თბილისის სიონი იყო ძირითადი საკათედრო ტაძარი, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი აღავლენდა წირვა–ლოცვას 2004 წლამდე, სანამ წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აშენდებოდა. ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, ჯგუფის წევრები გაემგზავრებიან კახეთში. კახეთის რაიონი ყველაზე მდიდარია ეკლესია–მონასტრებით. პირველ რიგში ვესტუმრებით ორ ყველაზე მნიშვნელოვან და ლამაზ მონასტერს: ძველ და ახალ შუამთას. ძველი შუამთა მე–5 საუკუნის ბაზილიკაა, ხოლო ახალი შუამთა მე–16 საუკუნეშია აშენებული. შუმთის მონასტერების შემდეგ ვესტუმრებით ალავერდის საკათედრო ტაძარს. მონასტერი დააარსა მე–11 საუკუნეში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ–ერთმა, – მამა იოსებ ალავერდელმა, რომელმაც ანტიოქიიდან დაბრუნების შემდეგ დააარსა ეს ტაძარი მაშინდელ პატარა სოფელ ალავერდში.
ღამისთევა თელავში.
   
       
დღე 3   შაბათი. ბოდბე/სიღნაღი,დავით გარეჯი/თბილისი
დილის საუზმის შემდეგ ჯგუფი გაემგზავრება ბოდბეში, სადაც დაკრძალულია საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო, და ექნებათ საშუალება იგემონ სასწაულმოქმედი წყაროს წყალი ან განიბანონ მასში. ტაძარი აიგო მე–4 საუკუნეში. ბოდბეს შემდეგ ეწვევით მახლობლად მდებარე მე–17 საუკუნეში გაშენებულ ქალაქ სიღნაღს, საიდანაც საშუალება გექნებათ ისიამოვნოთ კავკასიონის მთების ულამაზესი ხედით. მომდევნო ადგილი, ნახევრად უდაბნოში მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. მონასტერი დაარსებულია მე–6 საუკუნეში ერთერთი ასურელი მამის – დავითის მიერ. მოგვიანებით მონასტერი გაფართოვდა და აშენდა კიდევ ცხრამეტი მონასტერი. ეს იყო ერთერთი უძლიერესი სულიერი ცენტრი, სადაც ცხოვრობდა და მსახურობდა 600–მდე ბერი რელიგიური დღესასწაულების დროს. მონასტერის მონახულების შემდეგ ჯგუფი დაბრუნდება თბილისში. სასტუმროში დასვენების შემდეგ ჯგუფის წევრები დაესწრებიან აღდგომის წირვას სამების საკათედრო ტაძარში. საღამო დასრულდება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნით რესტორან ,,მასპინძელო''–ში.
ღამისთევა თბილისში.
   
     
დღე 4   კვირა. მცხეთა/სვეტიცხოველი/ჯვარი/ სამთავისი/გორი
ჯგუფი გაემგაზავრება საქართველოს ძველ დედაქალაქში, ქალაქ–მუზეუმ მცხეთაში. მოინახულებენ სვეტიცხოველს, სადაც წმინდა მამებმა დაასვენეს მირონმდინარე სვეტი, რომელსაც სვეტი ნათლისა ეწოდა, აქვეა დაკრძალული იესო ქრისტეს კვართიც. შემდეგ ესტუმრებიან ჯვრის მონასტერს (6–7საუკუნეები), რომელიც მდებარეობს მთის წვერზე, სადაც საქართველოს განმანათლებელმა წმინდა ნინომ აღმართა ჯვარი მე –4 საუკუნეში, და ასე აღნიშნა ქრისტიანობის შემობრძანება საქართველოში. ორი საუკუნის შემდეგ ამავე ადგილზე აიგო ეკლესია, რომელსაც ,,ჯვარი'' ეწოდა. ჯვრის მონასტრიდნ ჯგუფი გაემართება ,,სამთავისის'' მონასტერში. ,,სამთავისი'' მე–11 საუკუნის ტაძარია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში. პირველი მონასტერი ამ ადგილას აშენებულა ასურელი მისიონერი მამა ისიდორეს მიერ 572 წელს. მოგვიანებით დააშენეს მე–10 საუკუნეში. არც ერთი ამ შენობებიდან დღემდე აღარ შემორჩენილა. მგზავრობა გორამდე და
ღამისთევა გორში.
   
     
დღე 5   ორშაბათი. გორი/ატენის სიონი/ტიმოთეს უბანი/ბაკურიანი
დილით ესტუმრებით გორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარს და გორის ციხეს. ქ.გორის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ადრეული ბრინჯაოს პერიოდიდან. შუასაუკუნეების ქართველი ისტორიკოსების ცნობებზე დაყრდნობით აქ ქალაქი დაუარსებია მეფე დავით IV (1089–1125), რომელმაც ჩამოასახლა სომხები ამ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, გორის ციხე უკვე არსებობდა და ფუნქციონირებდა მე–7 საუკუნეში. არქეოლოგიური გათხრები ამოწმებენ ამ ადგილზე დასახლებული პუნქტის არსებობას. გორიდან 10 კილომეტრში მდებარეობს მე–7 საუკუნეში დაარსებული ეკლესია ატენის სიონი, რომელსაც ტურის წევრები გორის ციხის შემდეგ ესტუმრებიან. ატენის სიონი მდებარეობს ატენის ხეობაში, რომელიც ცნიბილია, როგორც თავისი სილამაზით, ასევე განთქმული ვაზის ჯიშითა და ღვინით. შემდეგი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ტურისტები ესტუმრებიან, კლდეში ნაშენი ქალაქი უფლისციხეა. (1 ათასწლეული ძვ.წ.აღ) ეს არის ადგილი, სადაც უძველეს დროში აბრაშუმის გზა გადიოდა. ამ ადგილებში ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობა გააგრძელა წმინდა ნინომ (IV), და მოგვიანებით ცამეტმა ასურელმა მამამ(VI). უფლისციხის შემდეგ ტურისტები ეწვევიან ტიმოთეს უბანს, XI-XII საუკუნეების მონასტერს და ბოლოს, გაემგზავრებიან საქართველოს ცნობილ სამთო კურორტ ბაკურიანში.
ღამისთენება ბაკურიანში.
   
     
დღე 6   სამშაბათი. აწყური/ხერთვისი/ვარძია/თბილისი.
დღე იწყება აწყურის სტუმრობით, იგი VIII-IX საუკუნეების ტაძარი და ციხეა–კომპლექსია და ითვლებოდა მესხეთის მთავარ სალოცავად. მდებარეობს ბორჯომიდან 30 კმ–ში მტკვრის ნაპირზე. მომდევნო ღირსშესანიშნაობა ხერთვისია. ხერთვისი ერთ ერთი უძველესი ციხესიმაგრეა საქართველოში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, და აშენებულია 895 წელს. ხერთვისის მონახულების შემდეგ ტურისტები გაემგზავრებიან ქვაში აშენებულ ქალაქ–კომპლექს ვარძიაში, რომელიც მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ვარძია დაარსებულია XII-XIII საუკუნეებში, მეფე გიორგი III–სა და თამარ მეფის მეფობის დროს. თავიდან დაარსდა როგორც ციხე სიმაგრე, ხოლო კომპლექსის სახე მოგვიანებით მიიღო, როცა დაემატა მონასტრები და შეიძინა მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის საგანმანათლებლო, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიის სტუმრობის შემდეგ ჯგუფი დაბრუნდება თბილისში.
ღამისთევა თბილისში.
   
     
დღე 7   ოთხშაბათი. თბილისის ეკლესია მონასტრებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
დილიდან ჯგუფს გაუძღვება ექსკურსიამძღოლი და დაათვალიერებინებს თბილისის ღირსშესანიშნაობებს: მეტეხი, ანჩისხტი, ნარიყალა, მამა დავითის ეკლესია მთა წმინდაზე. საღამოს კი ტურის წევრებს ექნებათ საშუალება ისამოვნონ და გაერთონ საღამოს თბილისში. გაისეირნონ შარდენის ქუჩაზე და დაისვენონ მის მყუდრო კაფეებში.
ღამის თევა თბილისში.
   
     
დღე 8   ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

   
     
     
     
 

 

ფასები მოცემულია ლარში, სამვარსკვლავიან სასტუმროში ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში - 1534 ლარი
ერთადგილიანი ნომრის შემთხვევაში დაემატება 315 ლარი.

 

 
 
ფასში შედის:
   
4 x ღამისთევა თბილისის სასტუმროში
1 x ღამისთევა თელავის სასტუმროში
1 x ღამისთევა გორის სასტუმროში
1 x ღამისთევა ბაკურიანის სასტუმროში
ტრანსფერი აეროპორტი / სასტუმრო / აეროპორტი
ტრანსპორტირება პროგრამის მიხევით
ტურის გიდი
კვება BB: (საუზმე სასტუმროში)
ვახშამი აღდგომის ღამეს რესტორან ,,მასპინძელოში"
 

 

ფასში არ შედის:

   
ფრენა
სამგზავრო დაზღვევა
ლანჩი და სადილი გარდა სააღდგომო ვახშმისა
მუზეუმში შესვლის საფასურები
ალკოჰოლური სასმელები
ბარგის ნომრამდე მიტანა სასტუმროში

 


 




     
 
  Sightseeing