Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 




      მოხატული საქართველო                                     

   
              
   
 

ტურის განრიგი:

24.05.2017

01.06.2017

02.06.2017

10.06.2017

30.06.2017

08.07.2017

03.08.2017

11.08.2017

31.08.2017

08.09.2017

20.09.2017

28.09.2017

12.10.2017

20.10.2017

 
     
   
 
დღე 1   აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში დაბინავება.
ღამისთევა თბილისში. (25 კმ)
   
       
დღე 2   თბილისის ტური (50 კმ)
თავისუფალი დილა თბილისში. 15:00 საღამოს ტური თბილისში. ძველ თბილისში გოგირდის აბანოების, ქართული მართლმადიდებლური და სომხური გრეგორიანული ტაძრების, ებრაული სინაგოგების და თურქული მეჩეთების მონახულება, რომელთა ერთმანეთის გვერდი–გვერდ განლაგება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თბილისის სხვა რელიგიებისადმი გამოხატულ შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას. ასევე შესაძლებენლია კავკასაში ყველაზე დიდი – სამების საკათედრო ტაძრის მონახულებაც. ტურში შედის შემდეგი სანახაობრივი ძეგლები: კლდეზე აშენებული მეტეხის ტაძარი არაჩვეულებრივი ხედით მდინარე მტკვარზე. აქვე, ტაძრის წინ აღმართულია თბილისის დამაარსებლის – მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლიც. თვითონ ტაძარი 12 საუკუნის გახლავთ და მისი ისტორია მონღოლთა შემოსევებსა და საბჭოთა იმპერიის პოლიტიკურ რეპრესიებს უიკავშირდება. ფერადი დარეჯანის სასახლეც მერცხლის ბუდესავით კლდეზეა აშენებული. გოგირდის აბანოები ძველ თბილისში მდბარეობს, მდინარის მეორე ნაპირზე, დარეჯანის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. თვითონ ქალაქის სახელიც გოგირდის ბუნებრივ წყლებს უკავშირდება. აქვეა მართმადიდებლური ნარიყალის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაც. ტაძრის კედლებზე წარმოდგენილია წმინდანთა პორტრეტები და ფრესკები ბიბლიური ფრაგმენტებით. ტაძარს გარს ნარიყალას სასახლე არტყია, რომელიც მეოთხე საუკუნით თარიღდება. სასახლიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. თუ სასახლის მაღლობიდან მორიყულ ლესელიძის ქუჩას ჩამოვუყვებით. 13–ე საუკუნის სომხურ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და ელეგანტური ფასადით გაწყობილ ებრაულ სინაგოგას წააწყდებით. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე სიონის ეკლესიაა აღმართული. აქვეა შარდენის ქუჩაც თანამედროვე, მყუდრო კაფეებითა და სამხატვრო გალერეებით. მსვლელობისას ჩვენ შევხვდებით თბილისის ერთ–ერთ უძველეს ანჩისხატის ეკლესიას, სადაც იესო ქრტისტეს სასწაულბრივი ხატია დასვენებული. ტურის ბოლოს მოხვებით რუსთაველის გამზირზე, სადაც თქვენს ყურადღებას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, პარლამენტის შენობა, რუსთაველის თეატრი და კიდევ ბევრი სხვა სამხატვრო გალერეა თუ კაფე მიიპყრობს.
ღამისთევა თბილისში.
   
       
დღე 3   თბილისი/ მცხეთა /გორი/ უფლისციხე/ ქუთაისი (350 კმ)
საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით მცხეთაში, (UNESCO–ს მემკვიდრეობა), უძველეს ქალაქში, რომელიც საქართველოს დედაქალაქობას ჯერ კიდევ ქრ. შ–მდე 3 საუკუნიდან ქ. შ–დან 5 საუკუნემდე უწევდა. იხილავთ ჯვრის მონასტერს (6 საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც 11–ე საუკუნეში აშენდა. გამგზავრება გორში. ეს ქალაქი საქართველოს ერთ–ერთმა გამოჩენილმა მეფემ დავით აღმაშენებელმა დააარსა (1089–1125). გზად გამოივლით სამთავისში, 11–ე საუკუნის მართმადიდებლურ ტაძარში. პირვლი მონასტერი აქ 572 წელს ასურელმა მამამ ისიდორემ ააგო, მისი შემდეგი რესტავრაცია კი მეათე საუკუნეში მოხერხდა. იოსებ სტალინის მუზეუმის მონახულბა გორში (მუზეუმში შესვლის საფასური – 6 $). უფლისციხის დათვალიერება (შესვლის საფასური – 1,7 $). აქ გახლავთ "მეფის სასახლე"– ქვისგან ნაკვეთი უძველესი ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც აგებულია მტკვრის მარცხენა კლდოვან სანაპიროზე და დარიღდება ქრისტესშობამდე მეორე ათასწლეულის გვიანი შუა საუკუნეებით და გამოირჩევა კლდეში კვეთის სხვადასხვა უნიკალური სტილის კომბინაციით. გამგზავრება ქუთაისში.
სადილი და ღამისთევა ქუთაისში.
   
     
დღე 4   ქუთაისის ტური/სათაფლიის გამოქვაბული დინოზავრის ნაკვალევით. (70 კმ)
საუზმის შემდეგ იწყება ქალაქ ქუთაისის ტური. ქუთაისი მეორე უდიდესი ქალაქია საქართველოში, რომელიც მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი დაახლოებით 40 საუკუნის წინ დაარსდა და წარსულში ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულის – კოლხეთის დედაქალაქი იყო, სწორედ მას უკავშირდება ცნობილი მითი არგონავტებსა და ოქროს საწმისზე. ვიზიტი ბაგრატის ტაძარსა (11–ე საუკუნე. UNESCO–ს მემკვიდრეობა) და გელათის მონასტერში (12– ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა). მოწამეთა მონასტრის მონახულება, რომელიც ასევე კლდის პირას არის აგებული. შემდეგ გაემგზავრებით სათაფლიის გამოქვაბულის მოსანახულებლად (შესვლის საფასური არ არის დადგენილი, მაგრამ დაახლოებით 1,70–2,30 $–ით განისაზრვრება). სათაფლიის სახელმწიფო საცავი ერთ–ერთი მრავალფეროვანი და იშვიათი ძეგლია, გამოირჩევა თავისი კომპლექსური ხასიათით და მოიცავს გეოლოგიურ, პალეონთოლოგიურ, სპელეოლოგიკურ და ბოტანიკურ ძეგლებს. სათაფლიის მთა ასევე ცნობილია თავისი იშვიათი და ულამაზესი გამოქვაბულებით. ეს გამოქვაბულები პირველად ქუთაისის მუზეუმის თანამრომელმა და პედაგოგმა პ. ჭაბუკიანმა შენიშნა, რომელმაც ადგილობრივი მთავრობისგან ამ ძვირფასი ძეგლის დაცვისა და შენახვის მხარდაჭერა მიიღო, 1933 წელს კი, დინოზავრის ნაკვალევი იქნა აღმოჩეცნილი. ითავა. სათაფლიის სახელმწიფო ბუნებრივი საცავი 1935 წელს შეიქმნა რათა დაეცვა მისი გეოლოგიურ, პალეონთოლოგიურ, სპელეოლოგიკურ და ბოტანიკურ ძეგლები. თვითონ საცავი წყალტუბოს რეგიონში – თბილისიდან 260 კმ–ის, კურორტ წყალტუბოდან კი 9 კმ–ის დაშორებით მდებარეობს. სათაფლიის ბუნებრივი საცავი წარმოადგენს რაჭის ხეობის სამხრეთ–დასავლეთ მხარეს. საცავის მთლიანი საფარი 354 ჰექტარია, აქედან 209 ჰექტარი ტყით არის დაფარული. რელიეფი: სათაფლიის ბუნებრივი საცავი მთიანია, მისი უდიდესი ნაწილი ულამაზესი მრავალფეროვანი, კოლხური ტიპის შერეული ტყით არის დაფარული. მთიანი სათაფლია ზღვის დონიდან 500 მ–ზე მდებარეობს. აქ ჩვენ 5 კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულს ვხვდებით, რომლებიც თავისი სილამაზითა და სიდიდით გამოირჩევიან და მეცნიერთა დიდ ყურადღებას მსახურებენ. ერთ–ერთი ასეთი გამოქვაბული 60 მეტრი სიგრძისაა. მისი მთავარი სილამაზე შესასვლელიდან 100 მეტრში არსებულ გუმბათოვან დერფანსშია, სადაც სტალაქტიტთა და სტალაგმიტთა სილამაზესა და ზომას განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. გამოქვაბულის ბოლოს, კლდის ვიწრო ნაპრალებიდან გამოედინება წყარო, რომელიც გზას სათაფლიის სამხრეთ ფერდობზე ოღასკურას მთაზე იკვლევს და ბოლოს ჭაში ჩედინება. საცავში ნახავთ ვულკანის ყელსაც. რომლის მაქსიმალური სიმაღლე 520 მეტრია ზღვის დონიდან. დაბრუნება ქუთაისში.
ვახშამი და ღამისთევა ქუთაისში.
   
     
დღე 5   ქუთაისი/ზუგდიდი/მესტია (250 კმ)
საუზმის შემდეგ გაემგზავრებით ზუგდიდში. მოინახულებთ დადიანის სასახლეს (შესვლის საფასური: USD 1, 70). დადიანთა დინასტიის წარმომადგენლები კარგად იცნობდნენ მსოფლიო ისტორიას, კულტურასა და მსოფლიო ტექნოლოგიურ მიღწევებს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სოციალურ მოღვაწეობაში. მუზეუმში დაცულია 41 000 სამუზეუმო ექსპონატი, ტომრლთა უმრავლესობა უნიკალური და ფასდაუდებელი ხელოვნების ნიმუშებია ქართული და უცხოური კულტურისთვის. გზად შეხვდებით 271 მეტრი სიმაღლის ენგურის წყალსაცავს (ამ ტიპის წყალსაცავებს შორის ის უმაღლესია მსოფლიოში). წყალსაცავი ქმნის წყლის რეზერვუარს სამეგრელოს ულამაზეს ხეობასა და სვანეთის მთებში. ახლა კი დროა ტურის ყველაზე საინტერესო ნაწილისთვის მოემზადოთ – თქვენ სვანეთში გაემგზავრებით. ეს არის ყველაზე მაღალმთიანი და უძვლესი ტრადიციების მქონე რეგიონი.
სადილი და ღამისთევა მესტიის საოჯახო სასტუმროში.
   
       
დღე 6   მესტია/უშგული/მესტია (90 კმ)
საუზმის შემდეგ ჯიპებით გაემგზავრებით უშგულში. მოინახულებთ ლაღამის წმ. გიორგის ეკლესიას (7–12 სს.) სვანების საცხოვრებელ კომპლექსს. ასევე, წ,. გიორგის ნაკიფარის ეკლესიას (1130 წ. ქრისტესშობიდან) და ეთნოგრაფიულ მუზეუმს უშგულში. უშგული ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული რეგიონია მთელს ევროპაში. (2200 მ. ზღვის დონიდან). (შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ სანახაობაზე სვანეთში დაახლოებით 6 $ დაგჭირდებათ, არც დაწესებულია არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რომელიც პირადად ახორციელებს სანახაობრივი ძეგლების შენახვასა და დაცვას).
სადილი და ღამისთება მესტიის საოჯახო სასტუმროში.
   
       
დღე 7   მესტია/ბათუმი (280 კმ)
საუზმის შემდეგ მოინახულებთ 8– 9–14 საუკუნეების ლატალისა და ლენჯერის ერთ–ნავიან ბაზილიკებს, რომლებიც ორნამენტების გარეშე, ქვით არის აგებული, შიგნიდან კი თქვენს ყურადღებას ულამაზესი ფრესკები მიიპყრობს. ამის სემდეგ გაემგზავრბით საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს ქალაქ ბათუმში, სადაც გექნებათ თავისუფალი დრო, რათა გაისეირნოთ სანაპიროსა და ცნობილ ბულვარში.
ღამისთევა ბათუმში.
   
       
დღე 8   ბათუმი/თბილისი (400 კმ)
საუზმის შემდეგ მოინახულებთ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს. ეწვევით გონიოს ციხესიმაგრეს (შესვლის საფასური – 1,7 $), პეტრას სასახლეს და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.(შესვლის საფასური – 4.50 $). საღამოს დაბრუნდებით თბილისში. დაბინავდებით სასტუმროში და მოემზადებით გამოსამშვიდობებელი საღამოსთვის.
ღამისთევა თბილისში.
   
       
დღე 9   სასტუმროდან გამგზავრება . სახლში დაბრუნება.

   
         
     
     
     
     
 

 

ფასები მოცემულია ლარში, სამვარსკვლავიანი სასტუმროში (ქალაქის ცენტრში) ერთ ადამიანზე: ორადგილიან ნომერში – 1959 ლარი;
ერთადგილიანი ნომრის შემთხვევაში დაემატება 397 ლარი.

 

 
 
ფასში შედის:
   
3 x ღამისთევა თბილისის სასტუმროში
2 x ღამისთევა მესტიის სასტუმროში
1 x ღამისთევა ბათუმის სასტუმროში
ტრანსფერი აეროპორტი / სასტუმრო / აეროპორტი
ტრანსპორტირება პროგრამის მიხევით
ჯიპებით მომსახურება უშგულში
ინგლისურ–რუსულენოვანი კულტურული ტურის გიდი
კვება BB: (საუზმე სასტუმროში)
სადილი ქუთაისსა და მესტიაში (4 x სადილი)
1 ბოთლი მინერალური წყალი დღეში ერთ ადამიანზე.
 

 

ფასში არ შედის:

   
ფრენა
სამგზავრო დაზღვევა
ლანჩი და სადილი გარდა სადილისა მესტიასა და ქუთაისში
შესვლის საფასურები
ჯიპებით მომსახურება ყაზბეგში
ალკოჰოლური სასმელები
ბარგის ნომრამდე მიტანა სასტუმროში

თანხის დამატების შემთხვევაში:


სასტუმრო:
4* სასტუმრო ორადგილიან ნომერში ადამიანზე პლუს 125 ევრო.
4* სასტუმრო ერთადგილიან ნომერში პლუს 330 Euro

კვება :
ორჯერადი კვება 70 ევრო
სამჯერადი კვება 90 ევრო

გიდის მომსახურება:
გიდის დამატება (გერმანულენოვანი, იტალიურენოვანი, ფრანგულენოვანი, ესპანურენოვანი) 6 ადამიანზე მეტი
ტურისტის შემთხვევაში – 240 ევრო ერთ ჯგუფზე.
 
     
 
  Sightseeing